ემილი დიკინსონი - ღამეები ველური


#ინგლისურენოვანი_ლიტმცოდნეობითი_ტერმინებიდან
#თარგმანები

აპოსტროფი და ველური ღამეები

    აპოსტროფს (Apostrophe) , რომელიც ითარგმნება, როგორც ,, მობრუნება”, ძირითადად  გრამატიკულ, პუნქტუაციურ ნიშნად ვიცნობთ. ვეჩვევით უცხო ენათა შესწავლისას. 
რეალურად კი ეს სიტყვა წარმოადგენს მაგალითს იმისა, რომ  მეცნიერების სხვადასხვა, მონათესავე თუ დაშორებულ დარგებში ერთი და იგივე სიტყვა შესაძლოა, ტერმინოლოგიურად სულ სხვადასხვა რამეს აღნიშნავდეს.
    ლიტმცოდნეობითად  - აპოსტროფი  - ეს არის მიმართვა ვინმე ისეთისადმი, ვინც ,,იქ”- მეტყველთან ერთად ლექსის ,,რეალურ”  სივრცეში არ იმყოფება და არც შეიძლება იმყოფებოდეს (გარდაცვლილი; სატრფო, რომელიც არ “არსებულა”, პირი, რომელთანაც  ლექსში მეტყველი ინსტანციის კონტაქტი შეუძლებელია და ა.შ.)

მაგალითად დასახელებულია ემილი დიკინსონის ცნობილი ეროტიკული ლექსი “ღამეები ველური”, რომელშიც ასეთი სიტუაციაა გადმოცემული: მარტო მყოფი ქალი უამინდობისას ნატრობს არარსებულ სატრფოსთან ღამეულ ნეტარებას. 

ემილი დიკინსონი

ღამეები ველური

ღამეები ველური - ღამეები ველური,
ერთად ყოფნით მე და შენ
ღამეები ველური 
გვხვევდეს ნეტარებაში!

ამ ამაო ქარებში 
გული აღარ  ჩააგვიდგა.
არც კომპასი გვჭირდება,
აღარც რუქა არ გვინდა!

ნიჩბის მოსმა ედემში
ო, ზღვა, ვით უკვდავება!
მე ამაღამ არ წავალ.
შენში უნდა დავება!

(თარგმანი ნინო დარბაისელისა)

Wild nights - Wild nights! (269) 

BY EMILY DICKINSON

Wild nights - Wild nights!
Were I with thee
Wild nights should be
Our luxury!

Futile - the winds -
To a Heart in port -
Done with the Compass -
Done with the Chart!

Rowing in Eden -
Ah - the Sea!
Might I but moor - tonight -
In thee!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი