ანა ახმატოვა - არის კარი სანახევროდ ღია
ანა ახმატოვა არის კარი სანახევროდ ღია *** არის კარი სანახევროდ ღია, ცაცხვის სურნელს ფანტავს ნიავქარი. მაგიდაზე დარჩენილი ყრია მათრახი და ცალი ხელთათმანი. ლამფის ირგვლივ ყვითელია შუქი. ვაყურადებ შრიალს, ცრემლთა დამდენს. რად წახვედი? დამტოვებდი თუკი, რა გინდოდა, ვერ მივმხვდარვარ ამდენს. ხვალ ინათებს, მხიარული ფერის მოვა დილა, უკვე შევიგრძენი. ეს ცხოვრება არის მშვენიერი, დამიჯერე, გულო, იყავ ბრძენი! გადაღლილხარ, იგრძენ უბედურმა, ფეთქავ ჩუმად, ყრუ ძგერა-ღა ისმის... იცი, სადღაც წავიკითხე, თურმე, სული ჩვენი არის მარადისი. 1911 (თარგმანი ნინო დარბაისელისა) Анна Ахматова Дверь полуоткрыта, Веют липы сладко... На столе забыты Хлыстик и перчатка. Круг от лампы желтый... Шорохам внимаю. Отчего ушел ты? Я не понимаю... Радостно и ясно Завтра будет утро. Эта жизнь прекрасна, Сердце, будь же мудро. Ты совсем устало, Бьешься тише, глуше... Знаешь, я читала, Что бессмертны души. 1911
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი