სერგეი ესენინი - შაგანე


#თარგმანები
მთარგმნელისაგან:
ახალი, საკუთარი  სალექსო ფორმების შექმნა - გასული საუკუნის დასაწყისის რუსულ პოეზიაში თავისებურ მოდად იქცა. არსებობს ანალოგიური ცდები ქართულ პოეზიაშიც, ეს ყველაფერი გამოკვლეულია ჩვენს ლექსმცოდნეობაში და დაინტერესებულ პირს შეუძლია მოიძიოს ლიტერატურა,  ინტერნეტშიც დევს. დავასახელებდი  - თამარ ბარბაქაძის ნაშრომებს!
 ესენინი აქ ქმნის ახალ, საკუთარ ფორმას, კერძოდ,  პირველი  ხუთტაეპედი სტროფის თითო ტაეპი  მომდევნო სტროფების დასაწყისია და შემდგომ -  სტროფული რეფრენი.
 რკალურად გარითმული სტროფები  თავის მხრივ ერითმება  სტროფის პირველ ტაეპად “გადმოსულ”  ტაეპს , ანუ საბოლოოდ, ლექსის  სარითმო  სქემაა:
 
პირველია - ABBAA(სადაც ბოლო -  მერეც ყველგან - სტროფული რეფრენია)

ABBAA
BCCBB
BDDBB
AEEAA
AFFAA

 აქედან ერთი ტაეპი  -  “შაგანე, შენ, ჩემო შაგანე” -   გამეორებული ოთხჯერ,  ლექსის თავსა და ბოლოში, კომპოზიციურად - შემკვრელი, მთავარი რეფრენია და მთლიან მელოდიკურ, მღერად პლანს ქმნის. 
    თავისებური შინაარსობლივი  წყვეტადობასავით - რაც თარგმანშია გადმოტანილი, ორიგინალისვე კუთვნილებაა.
   მარტივად  და პირდაპირ რომ ვთქვათ - 
    ქართული თარგმანი, რომელიც ესენინისეულ ამ წესს არღვევს, არის  მთარგმნელობითი ამოცანის  მეტისმეტად გამარტივება და უბრალოდ, ცუდი!
  მქონდა საცდური, ქართულად  - უკეთესად მჟღერი, მაგრამ ორიგინალისაგან აცდენილი თარგმანი მეც შემექმნა… მაგრამ ესენინს არ დავუფასო ფორმობრივი  სიახლისაკენ სწრაფვა?
აბა,  ლექსმცოდნეობითი ცოდნა მთარგმნელისათვის -  რა საჭიროა!
    
   

სერგეი ესენინი

შაგანე
- - -

შაგანე, შენ ჩემო შაგანე!
ჩრდილოელობაა ალბათ,-
ჭვავის ველს გიყვები ამბად.
მთვარეში მღელვარეს ვიგონებ,
შაგანე, შენ ჩემო შაგანე!

ჩრდილოელობაა ალბათ
მიზეზი, ის მთვარე ამაზე
რომ ასჯერ დიდია; შირაზიც -
რიაზანს რომ ვერ შეედრება,
ჩრდილოელობაა ალბათ.

ჭვავის ველს გიყვები ამბად,
ეს თმებიც - ყანაა ჭვავის,
ტკივილსაც ვერ ვიგრძნობ მწვავეს,
თითზეც დაიხვიე, აბა!
ჭვავის ველს გიყვები ამბად.

მთვარეში მღელვარეს ვიგონებ,
ჩემი კულულები გეტყვიან.
ძვირფასო, ღიმილი გატყვია,
ოღონდ, დამავიწყე, იღონე,
მთვარეში მღელვარეს ვიგონებ.

შაგანე, შენ, ჩემო შაგანე,
იქ, შორ ჩრდილოეთში, მგონი,
საშინლად გგავს ერთი გოგონა
და ალბათ კიდევაც მიგონებს...
შაგანე, შენ, ჩემო შაგანე!

(თარგმანი ნინო დარბაისელისა)

Сергей Есенин

Шаганэ ты моя, Шаганэ!
Потому, что я с севера, что ли,
Я готов рассказать тебе поле,
Про волнистую рожь при луне.
Шаганэ ты моя, Шаганэ.

Потому, что я с севера, что ли,
Что луна там огромней в сто раз,
Как бы ни был красив Шираз,
Он не лучше рязанских раздолий.
Потому, что я с севера, что ли.

Я готов рассказать тебе поле,
Эти волосы взял я у ржи,
Если хочешь, на палец вяжи -
Я нисколько не чувствую боли.
Я готов рассказать тебе поле.

Про волнистую рожь при луне
По кудрям ты моим догадайся.
Дорогая, шути, улыбайся,
Не буди только память во мне
Про волнистую рожь при луне.

Шаганэ ты моя, Шаганэ!
Там, на севере, девушка тоже,
На тебя она страшно похожа,
Может, думает обо мне...
Шаганэ ты моя, Шаганэ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი