ევგენი ევტიუშენკო - ,,ღმერთო!”
ევგენი ევტუშენკო ღმერთო! ღმერთო, იხილონ ვერასმხედველთა, კუზიანს კუზი გაუქრეს კრული, ღმერთო, მაქციე მეც ოდნავ ღმერთად, თუმც როგორ ვიყო ოდნავ გაკრული! ღმერთო, მთავრობად თავს არა ვთვლიდე და ყალბ გმირობას შენ ამარიდე, მდიდარი ვიყო - არ ვიპარავდე, ცხადია, თუკი შევიძლებ ამდენს. ღმერთო, მაგარი მე ვიყო ბლითი, ვერ შემხრას, ბევრი ხროვა რომ არი, არც მსხვერპლი ვიყო და არც ჯალათი, არც ბატონი და არც მათხოვარი. ღმერთო მარიდე ნაგლეჯ-ნაფლეთი, დიდ ჩხუბში ვინმეს რა როგორ ვარგო! მომე მრავალი მე უცხოეთი, ჩემი ქვეყანა კი არ დავკარგო! ღმერთო, მიშველე, ჩემმა ქვეყანამ ჯღანივით ფეხი რომ არ მატაკოს, ღმერთო, ცოლს ვსურდე სულ, არა სანამ ყოფამ ბოლომდე გამაღატაკოს. ღმერთო, დაუხშე ბაგე ცილისმტევს, ბავშვის ტირილშიც - უფლის ხმა არის, დაე, ცოცხლები ხედავდნენ ქრისტეს, კაცის თუ არა, სახეში ქალის. ჯვარს - არა, უჯვრო ტვირთს ვეზიდებით და უღვთოდ დრეკა გვერგო საერთო. რწმენას ვერ ვპოვებთ ვერას დიდებით, სულ ცოტა ღმერთი მოგვეცი, ღმერთო! ღმერთო, ყოველი, ყოველი, ყველას ერთად მიეცი და შეაფერე! ღმერთო, ყოველი, ისე, გამხელა, რომ არავისითან არ შეგვრცხვეს მერე! 1990 г. (თარგმანი ნინო დარბაისელისა)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
1 კომენტარი
დადებულის წაშლა რიგორ უნდა, ჯერ არ ვიცი. სამუშაო ვერსია დამიდია, შეცდომით, თან - ორჯერ “დაპოსტილა”.
ალა პუგაჩოვა მღეროდა ადრე ამას.
ასე უნდა იყოს
ევგენი ევტუშენკო
ღმერთო!
ღმერთო, იხილონ ვერასმხედველთა,
კუზიანს კუზი გაუქრეს კრული,
ღმერთო, მაქციე მეც ოდნავ ღმერთად,
თუმც როგორ ვიყო ოდნავ გაკრული!
ღმერთო, მთავრობად თავს არა ვთვლიდე
და ყალბ გმირობას შენ ამარიდე,
მდიდარი ვიყო - არ ვიპარავდე,
ცხადია, თუკი შევიძლებ ამდენს.
ღმერთო, მაგარი მე ვიყო ბლითი,
ვერ შემხრას, ბევრი ხროვა რომ არი,
არც მსხვერპლი ვიყო და არც ჯალათი,
არც ბატონი და არც მათხოვარი.
ღმერთო მარიდე ნაგლეჯ-ნაფლეთი,
დიდ ჩხუბში ვინმეს რა როგორ ვარგო!
მომე მრავალი მე უცხოეთი,
ჩემი ქვეყანა კი არ დავკარგო!
ღმერთო, მიშველე, ჩემმა ქვეყანამ
ჯღანივით ფეხი რომ არ მატაკოს,
ღმერთო, ცოლს ვსურდე სულ, არა სანამ
ყოფამ ბოლომდე გამაღატაკოს.
ღმერთო, დაუხშე ბაგე ცილისმტევს,
ბავშვის ტირილშიც - უფლის ხმა არის,
დაე, ცოცხლები ხედავდნენ ქრისტეს,
კაცის თუ არა, სახეში ქალის.
ჯვარს - არა, უჯვრო ტვირთს ვეზიდებით
და უღვთოდ დრეკა გვერგო საერთო.
რწმენას ვერ ვპოვებთ ვერას დიდებით,
სულ ცოტა ღმერთი მოგვეცი, ღმერთო!
ღმერთო, ყოველი, ყოველი, ყველას
ერთად მიეცი და შეაფერე!
ღმერთო, ყოველი, ისე, გამხელა,
რომ არავისითან არ შეგვრცხვეს მერე!
1990 г.
(თარგმანი ნინო დარბაისელისა)