ემილი დიკინსონი
ემილი დიკინსონი (621) სხვა არაფერი სხვა არაფერი სათხოვარი არა მქონია, სულ არაფერი - მე ამაზე მეთქვა უარი - მისთვის დავთმობდი სიცოცხლესაც - ასე მგონია. - ვაჭარს ძალმოსილს პირზე ღრეჯამ გადაუარა. ბრაზილიაო? - თქვა, ღილაკი გადატრიალდა, არც მოუხედავს, არც ეცალა ალბათ საჩემოდ. თუმც, მადამ, იქნებ აგერჩიათ რამე აქედან, რამე ისეთი, უსათუოდ დღეს რომ გაჩვენოთ? - - ბრაზილი - მითოსური, ლამაზი, პატარა კუნძული-მოლანდება (თარგმანი ნინო დარბაისელისა) Emily Dickinson I asked no other thing (621) I asked no other thing – No other – was denied – I offered Being – for it – The Mighty Merchant sneered – Brazil? He twirled a Button – Without a glance my way – “But – Madam – is there nothing else – That We can show – Today?
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი