საშა ჩორნი - ჩივის ობივატელი
#თარგმანები მთარგმნელისაგან: არ გაგონებთ დღევანდელი საქართველოს მდგომარეობას? ეს ლექსი არ ვიცოდი, მეგობრის თხოვნით ვთარგმნე საშა ჩორნი *** ჩემი ცოლი - დამსმენია, ვაჟი - კი მყავს “ესერი”, კადეტი მყავს მე დაია, მენაგვე - სტაროვერი. მზარეული - მონარქისტი, სიძე - არისტოკრატი, დედაჩემი - ანარქისტი, მე.. მჩვევია რატრატი… ქალიშვილი - გიმნაზისტი, ათი წლისაც არაა! ყოფილა სოციალისტი, ასეთი სამყაროა! დილიდანვე გროვდებიან და მთელი ჯახეთია, ჩემთვის - თითქოს კომედია, ნაღდი ჯოჯოხეთია! და გაჰკივის - “გავასწოროთ”, ვაჟი ყვირის - “ დავშალოთ” სიძე ამბობს “გავამწაროთ” მენაგვე - “ რად დავმალოთ!” მეუღლესაც რა მოსვლია! გალეული ლანდიც კი მძიმედ ხვნეშის, როგორც სვია, კვნესის, “ვაი, შაკიკი!” გევედრები, შემოქმედო, სულაც არ მეხუმრება, ობივატელს შემომხედო - რუსს, მშვიდი მსურს ცხოვრება! დაამშვიდე დედაჩემი, დამიწყნარე მშობელი, მარტოდმარტო ვერ დავრჩები მე ამ ფაფის მხვრეპელი. დედა, როგორც ანარქისტი მუდამ იწყებს პირველი, და აჰყვება გიმნაზისტი, ნახირიც საკვირველი. და გაჰკივის ,,მოვაწყოთო” სიძე - “ვაფურთხებო მე” ვაჟი - “დროზე, ჩავაწყოთო” მე კი ვყვირი: სიჩუმე!” ჩემი კერაც დააქცია, ჩაქრეს მისი კაშკაში! გულში ვნატრობ გამაქცია ნეტა ამერიკაში! 1906 (თარგმანი ნინო დარბაისელისა) Саша Черный Моя жена – наседка, Мой сын – увы, эсер, Моя сестра – кадетка, Мой дворник – старовер. Кухарка – монархистка, Аристократ – свояк, Мамаша – анархистка, А я – я просто так... Дочурка – гимназистка (Всего ей десять лет) И та социалистка – Таков уж нынче свет! От самого рассвета Сойдутся и визжат – Но мне комедья эта, Поверьте, сущий ад. Сестра кричит: «Поправим!» Сынок кричит: «Снесем!» Свояк вопит: «Натравим!» А дворник – «Донесем!» А милая супруга, Иссохшая как тень, Вздыхает, как белуга, И стонет: «Ах, мигрень!» Молю тебя, создатель (совсем я не шучу), Я р у с с к и й о б ы в а т е л ь – Я п р о с т о ж и т ь х о ч у! Уйми мою мамашу, Уйми родную мать – Не в силах эту кашу Один я расхлебать. Она, как анархистка, Всегда сама начнет, За нею гимназистка И весь домашний скот. Сестра кричит: «Устроим!» Свояк вопит: «Плевать!» Сынок кричит: «Накроем!» А я кричу: «Молчать!!» Проклятья посылаю Родному очагу И втайне замышляю – В Америку сбегу!..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი