მარინა ცვეტაევა - ღვიძლში ბრაზი არიდე
#თარგმანები მარინა ცვეტაევა ღვიძლში ბრაზი არიდე *** ღვიძლში ბრაზი არიდე, შუბლზე - ნატვრა მრავალი. ერთგულების ქალღმერთო, დაიცავი მხევალი! უქმენ თუჯის აზღუდი მკერდისა სამალველი, ერთგულების ქალღმერთო, იყავ მისი მფარველი! ყოველგვარი აცილე სიტკბოებით ნაგემი, ჰქმენი ენაბრკუნვილი, შეუბოჭე ბაგენი! ძვალნი მისნი კუბოსი იყვნენ მარად მძევალი, ერთგულების ქალღმერთო, დაიცავი მხევალი! რათა ჩარხის ხმაური გაისმოდეს მუდამდროს, დაე, ბაგეს კანონად - კლიტე იგი დაედოს. რათა საფლავს ამკობდეს წარწერა შეუვალი: “თანაერთგულებისა იყო იგი მხევალი” გზაგასაყარს - უსწორე ძელს მისი ხერხემალი, ერთგულების ქალღმერთო - ჯვარზე აცვი მხევალი! 1021 (თარგმანი ნინო დარბაისელისა) Марина Цветаева От гнева в печени, мечты во лбу От гнева в печени, мечты во лбу, Богиня верности, храни рабу. Чугунным ободом скрепи ей грудь, Богиня Верности, покровом будь. Все сладколичие сними с куста, Косноязычием скрепи уста… Запечатленнее кости в гробу, Богиня Верности, храни рабу! Дабы без устали шумел станок, Да будет уст ее закон — замок. Дабы могильного поверх горба: «Единой Верности была раба!» На раздорожии, ребром к столбу, Богиня Верности — распни рабу! 24 октября 1921 24 октября 1921
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
6 კომენტარი
ბანალურია შინაარსი და გადაღეჭილი თემა ლიტერატურაში. აგებულებაც ლექსის არაა შთამბეჭდავი,ჩემთვის ზედმეტად არაპოეტური მეტაფორებია და უხეში .მიუხედავად იმისა რომ სინაზეც არაა ჩემთვის ზედმეტი მისაღები ასეთი უხეშობაც უკვე პოეტურ ხარისხს დაბლა წევს.სიტყვათა შეთანხმებაც არ არის ბუნებრივი და გლუვი...
გიორგი ძვირფასო!
იქნებ თარიღსა და ავტორის ვინაობას დახედოთ. როცა მარინა ცვეტაევა ამას წერდა, 1921 წელს ანუ საუკუნეზე მეტი ხნის წინ, ეს ნამდვილად არ იყო ბანალური რუსული ფემინური პოეზიისათვის, არანაირი გაგებით, სწორედაც რომ პირიქით.
სტილი - კარგად ჩანს, რომ ნამდვილად ინდივიდუალური - ცვეტაევასეულია.
როგორ დამაინტერესა თქვენმა ნათქვამმა!
შეიძლება გკითხოთ? - მაინც რომელ ქალ პოეტებთან შედარებამ გაგიჩინათ აზრი, რომ ცვეტაევა - ბანალურია?
მე არ მითქვამს რომ ზოგადად ცვეტაევას შემოქმედებაა ბანალური .მხოლოდ ამ ლექსზე მქონდა აქცენტი ქალბატონო ნინო.ჩემთვის მაინც ხელოვნურია დაყოფა ფემინური და არაფემინური პოეზია.პოზია არის ყველასი.ლიტერატურაში ეს საკითხი მაშინაც საკმაოდ გავრელებული იყო , რაც ამ კონკრეტულ ლექსშია მოცემული.ის მარადიული გზავნილი კი რაც ლექსშია ჩასმული ,უკეთესი შესრულებით შეიძლებოდა წარმოჩენილიყო .მხოლოდ ამის თქმა მინდა...
მე, თუ დაუკვირდებით ჩემს პასუხს, ვთქვი ,, ფემინური” და არა ,,ფემინისტური”.
ეს ორი სხვადასხვა რამაა.
ქართული პოეზიის ფემინიზაცია, რომელიც ჯერ ტენდენციად გამოვლინდა გასული საუკუნის ბოლოს, დღეს იმ საფეხურამდეა მისული, რომ რამდენიმე კაცი ავტორი- ღა ჰყავს თანამედროვე ქართულ პოეზიას, განსხვავებით წინა საუკუნისაგან, როცა ქალთა ხმა ძალზე სუსტად ისმოდა.
ამას ცხადია, თავისი სოციალური მიზეზებიც აქვს, მაგრამ სიტყვას აღარ გავაგრძელებ.
ქალებმა ახალი ფემინური ანუ ქალური სათქმელი მოიტანეს ჩვენს პოეზიაში. ღირე - ბულებანი, მიდგომები კარდინალურად შეცვლილია.
ამაში რუსი ავტორებიდან ახმატოვასა და ც ვეტაევას - წვლილი მიუძღვით.
შესაძლოა, რომელიმე ქალმა ავტორმა თქვას, მათ შემოქმედებას არც ვიცნობო, მაგრამ ზეგავლენის გზები მთლად პირდაპირი როდია. …
გღლით ახლა ლაპარაკით. აქ გავჩერდები, თორემ ცოტაც და …გადავდივარ ლიტთეორიულ პრობლემატიკაზე და
მეორედ შემოხმიანების ხალისს დაგიკარგავთ…
ქალბატონო ნინო, შესანიშნავი თარგამანია. არიან ადამიანები, რომლებიც მხოლოდ ნეგატივის საფრქვევად მოვიდნენ დედამიწაზე. არც პოეზიის გაეგებათ, არც მართლწერის და არც პუნქტუაციის. სიტყვების მნიშვნელობაც ეშლებათ და ეგ ლექსიც თქვენი შეიძლება ეგონოთ. 🙂
ვენიკო თქვენ უბრალოდ გაბრაზებული ხართ.დამშვიდდით .რატომ უნდა დავიცვა ზედმიწევნით გრამატიკა როდესაც ვსაუბრობ და სწრაფად ვწერ?ან ვის ეგონა რომ ეს ლექსი ქალბატონ ნინოს ეკუთვნის?დამშვიდდით...