მარინა ცვეტაევა - ო, თვალებზე
#თარგმანები მარინა ცვეტაევა ო, თვალებზე *** ო, თვალებზე - ცრემლი მედინება - ბრაზითა და ტრფობით ღვიარება. ამ ცრემლებში კი - ჩეხეთი ჩნდება, ესპანეთი - სისხლში იარება. ო, მთა იგი, ასე შავი როა, დააბნელებს მთელს სამყაროს ამ ჩვენს. და მე ვამბობ, დროა - დროა - დროა, რომ ბილეთი დავუბრუნო გამჩენს. მე უარვყოფ არსებობას ამგვარს, არაკაცთა საგიჟეთში - არ მსურს, უარს ვამბობ, ეს სიცოცხლეს არ ჰგავს, რომ მგლებივით მოედანზე გასულს მეც სხვებივით მსურდეს აყმუვლება. სივრცეებში ზვიგენების კვალად აღმა - ცურვაც მე არ მომინდება, და არც დაღმა - ზურგთა დევნა კმარა! არ მჭირდება მე ხვრელები ყურთა, არც მისნობა, თვალმა იუარა. შენს სამყაროს - მე - გადარეულთა ერთადერთი სიტყვით ვეტყვი - არა! 15 марта – 11 мая 1939 (თარგმანი ნინო დარბაისელისა) Марина Цветаева - О слезы на глазах... О слезы на глазах! Плач гнева и любви! О Чехия в слезах! Испания в крови! О черная гора, Затмившая – весь свет! Пора – пора – пора Творцу вернуть билет. Отказываюсь – быть. В Бедламе нелюдей Отказываюсь – жить. С волками площадей Отказываюсь – выть. С акулами равнин Отказываюсь плыть – Вниз – по теченью спин. Не надо мне ни дыр Ушных, ни вещих глаз. На твой безумный мир Ответ один – отказ. 15 марта – 11 мая 1939
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი