აფანასი ფეტი - არაფერს გეტყვი


#თარგმანები
ა. ფეტი

***
არაფერს გეტყვი. არაფერს გერჩი.
არ მინდა, ოდნავ შეგაკრთო რამით.
ნამტკიცებს უხმოდ, გულში ხნიერში,
არ მიგანიშნებ არცერთი წამით.
სძინავთ მთელი დღე ყვავილებს ღამის,
მაგრამ მზე ჭალას რომ გადაუვლის,
ფურცლებს გაშლიან და მესმის, ლამის
ყვავილებივით აყვავდეს გულიც
და ნაავადარ, გადაღლილ მკერდში
რომ დამიბერავს სისოვლე ღამის,
ათრთოლებული არაფერს გერჩი.
არ მინდა, ოდნავ შეგაკრთო რამით.

(თარგმანი ნინო დარბაისელისა)

Афанасий Фет

***
Я тебе ничего не скажу,
Я тебя не встревожу ничуть,
И о том, что, я молча твержу,
Не решусь ни за что намекнуть.
Целый день спят ночные цветы,...
Но лишь солнце за рощу зайдет,
Раскрываются тихо листы,
И я слышу, как сердце цветет.
И в больную усталую грудь
Веет влагой ночной... Я дрожу.
Я тебя не встревожу ничуть,
Я тебе ничего не скажу.

1885

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი