ალექსანდრ ბლოკი - ღამე, ქუჩა, აფთიაქი, ფარანი
#თარგმანები მთარგმნელისაგან: ეს - ძალიან ძველია, მეგობარს დაუდია ახლა და გამახსენდა ალ. ბლოკი ღამე, ქუჩა, აფთიაქი, ფარანი *** ღამე, ქუჩა, აფთიაქი, ფარანი და ნათება უაზრო და მკრთალი. საუკუნის მეოთხედიც დაფარო, ვერას შეცვლი, ხსნა არსაით არის. მოკვდები და - უბრუნდები გავლილს. დასასრული კვლავ არაფერს უჩანს: ღამე, არხის მოყინული ჭავლი, აფთიაქი, ფარანი და ქუჩა. Александр Блок * * * Ночь, улица, фонарь, аптека, Бессмысленный и тусклый свет. Живи еще хоть четверть века - Все будет так. Исхода нет. Умрешь - начнешь опять сначала И повторится все, как встарь: Ночь, ледяная рябь канала, Аптека, улица, фонарь.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი