მარინა ცვეტაევა - ოსიპ მანდელშტამს


#თარგმანები

მთარგმნელისაგან:
ცვეტაევასა და მანდელშტამის  მოკლეგაზაფხულური  რომანის შესახებ არაერთხელ გვისაუბრია. 
მოგვიყოლია ამბავიც,   თუ
როგორ მიადგა  პეტერბურგიდან ჩამოსული ვიღაც,  გაღატაკებული ებრაელი მეხელთათმანის ბიჭი ერთ დღესაც მოსკოვში, საკუთარ, მოსამსახურეებიან სახლში მცხოვრებ, კარგა ხნის გათხოვილ მარინა   ცვეტაევა- ეფრონისას - იმპერატორთან დაახლოებული  მამის - ცნობილი ქველმოქმედის - ივან ცვეტაევის ასულს და დაბნეულმა  ისღა ამოილუღლუღა, აქ იმიტომ ჩამოვედი, რომ მოსკოვის დათვალიერება  მინდაო…
    უკვე ვიცნობთ  ორივე დიდი პოეტის ლექსთა თარგმანებსაც, იმ დღეთა  პოეტური ანარეკლი რომ შემოგვინახეს.
თუმცა სრული - ასე ცამეტლექსიანი ციკლი  ჯერ კიდევ შესავსები გვაქვს. ლექსთა რაოდენობის შესახებ ასე ორჭოფულად იმიტომ ვამბობ, რომ ცვეტაევასთან შემდგომშიც იკითხება კვალი ამ რომანისა  და შეიძლება, რამე იქიდან კიდევ მოვამატო.
ამას წინათ ორი ციტატა დავდე.  ერთში ჩანდა , როგორ აღმერთებდა ცვეტაევა მანდელშტამს და მეორეში - როგორ მწარედ აკრიტიკებდა მანდელშტამი ცვეტაევას, ამ რომანის მერე.         სიზუსტისათვის მინდა,   ჩემს მკითხველს შევახსენო, რომ   მას მერე, ერთხანობას მას არც მარინა აკლებდა კრიტიკას. 

მარინა ცვეტაევა - ოსიპ მანდელშტამს

***
 შენ  თან მომყვები თავგადახრილი.
 შენ ამაყი ხარ,  თანაც მტარვალი,
 თანამგზავრი ხარ რა მხიარული! 
 ჩემთან მომყვანად გყავს თებერვალი.

ააჩხრიალებ კარბოვანეცებს
 და გამოუშვებ კვამლს  ნეტარებით.
უცხოელივით, ალაგს რომ ეძებს, 
მშობელ ქალაქში დავიარებით.   

ვისი  სათუთი შეეხო ხელი
წამწამებს შენსას,  მშვენების დამდენს,
როდის,  ვინ,  როგორ   ჰყავდა მკოცნელი
ბაგეებს შენსას, გკოცნიდა რამდენს - 

-არც გკითხავ, სულით გაუძღომარით 
მე ნატვრა ესე მაქვს  დანაძლევი.
შენში  ათი წლის ბიჭი რომ არის
ღვთიური,  მე მის თაყვანს ვეძლევი.

შევყოვნდეთ  სადმე, მდინარის წყალი
ფარანთა ფერად მძივებს რომ ავლებს. 
და იმ მოედნის  გზასაც  გასწავლი,
ბიჭად რომ სცნობდა მეფედ  მომავლებს…

ტკენისას ბიჭურ სტვენას ნაჩვევო, 
ეს გული ჩემი  -   მუჭში დატიე…
ჩემო ცივსისხლავ, ჯიუტო ჩემო, 
 ყმავ გაშვებულო, გთხოვ,  მაპატიე! 

18 თებერვალი 1916

(თარგმანი ნინო დარბაისელისა)

Марина цветаева

(О. Мандельштаму)

Ты запрокидываешь голову —
Затем, что ты гордец и враль.
Какого спутника веселого
Привел мне нынешний февраль!

Позвякивая карбованцами
И медленно пуская дым,
Торжественными чужестранцами
Проходим городом родным.

Чьи руки бережные трогали
Твои ресницы, красота,
Когда, и как, и кем, и много ли
Целованы твои уста —

Не спрашиваю. Дух мой алчущий
Переборол сию мечту.
В тебе божественного мальчика, —
Десятилетнего я чту.

Помедлим у реки, полощущей
Цветные бусы фонарей.
Я доведу тебя до площади,
Видавшей отроков-царей…

Мальчишескую боль высвистывай
И сердце зажимай в горсти…
— Мой хладнокровный, мой неистовый
Вольноотпущенник — прости!

18 февраля 1916

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი