მარინა ცვეტაევა - ახმატოვას


#თარგმანები

მთარგმნელისაგან

    ერთხელ ხომ მოვყევით, რომ ცვეტაევასა და ახმატოვას ერთმანეთთან მრავალწლიანი მიმოწერა კი ჰქონდათ, საჩუქრებიც კი გაუგზავნით ერთმანეთისთვის,  ის კი არა, წერილობითი ურთიერთობის განმავლობაში სხვათა მიერ ამბების მიტან-მოტანის  წყალობით, მომდურებულნიც კი ყოფილან, მაგრამ პირადად არასოდეს შეხვედრიან.
შეხვდნენ ისინი  ამ ლექსის დაწერიდან (1916)  - 25 წლის - მეოთხედი საუკუნის მერე,  როცა  ჰაერში  დენთის სუნი  დატრიალდა, ხოლო  მარინას თვითმკვლელობამდე ორი თვეც არ იყო დარჩენილი. (1941 წ. 8 ივნისი -  31აგვისტო).      
    მართლა რაღაცეებს ლუღლუღებდა მარინა ამ შეხვედრის დროს, თან რამდენიმე (7?) საათი.          
    მეგობრის სახლში მდგარმა, საკუთარი პრობლემებით დამძიმებულმა ანამ ვერაფერი გაუგო, ვერც ვიზიტის მიზანს მიხვდა.  მხოლოდ უსმენდა, ლ. ჩუკოვსკაიას თქმით,  შეწუხდა კიდეც. სხვა მოგონების თანახმად, რომ გაუცილებია სტუმარი  კარამდე,  ანას მარინასთვის  ჯვარი გადაუწერია…

მარინა ცვეტაევა

ახმატოვას
***

შენ გამიხევე  მზე მაღლა მდგარი.
ყველა ვარსკვლავი მუჭში გიჭირავს.
ოჰ, ნეტა  - ფართოდ გაიღოს კარი!-
შენთან ქარივით რომ შემოვიჭრა.

და ავლუღლუღდე წამონთებამდე,
მე - შენზე მზერაშენაციები.
და მოსლუკუნე ისე დავწყნარდე,
ვით  ბავშვობაში - ნაპატიები.

1916 г.
(თარგმანი ნინო დარბაისელისა)

Марина Цветаева
Ахматовой

(Ты солнце в выси мне застишь)
***
Ты солнце в выси мне застишь,
Все звёзды в твоей горсти!
Ах, если бы — двери настежь! —
Как ветер к тебе войти!

И залепетать, и вспыхнуть,
И круто потупить взгляд,
И, всхлипывая, затихнуть,
Как в детстве, когда простят.

1916 г.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი