მარინა ცვეტაევა - სადღაც ღამის კოშკებს მიღმა


#თარგმანები


მთარგმნელისაგან:
 მახსოვს, როცა ცვეტაევა - მანდელშტამის ერთმანეთისადმი მიძღვნილ ლექსებს გაცნობდით, იქ აღვნიშნე, ,,მოსკოვის დასათვალიერებლად” ცვეტაევასთან ჩასული ამ ახალგაზრდა პოეტი კაცის სახე სხვა  ლექსებიდანაც საცნაურია- მეთქი. 
 ცვეტაევას ციკლთაგან ერთი ასე იწოდება ,, ლექსები მოსკოვს”.
    ამ ციკლის ადრესატი კი არიადნაა, მისი უფროსი გოგონა, მაგრამ ლექსის ლირიკული სუბიექტი მიმართავს თანამგზავრ  კაცს, მანდელშტამს.
   სხვა ლექსებიდან ჩვენ უკვე ვიცით, რომ   ივერიის ღვთისმშობლის ტაძარი - მათი საყვარელი ადგილია. 
    დღეს ის სასწაულმოქმედი ხატი  აღარ არსებობს, კომუნისტებმა ტაძარიც და ხატიც გაანადგურეს, თუმცა  გაჩნდა თუ არა შესაძლებლობა,სასულიერო პირებმა,  ქრისტიანული ტრადიციით, ახალი, ანალოგიური  ხატი ათონში ჩაასვენეს, ორიგინალის გვერდით დააბრძანეს  და შესაბამისი ხანგრძლივი ლოცვა-კურთხევით,  ორიგინალიდან მადლი  ამ ახალ ხატზედ გადმოსულა და ახლა ის ყოფილა დასვენებული მოსკოვში, აღდგენილ ტაძარში.

მარინა ცვეტაევა

სადღაც ღამის კოშკებს მიღმა
***

სადღაც, ღამის კოშკებს მიღმა
გაგვდევნიან  მოედნები.
ოჰ,  ჯარისკაც  ჭაბუკთა ხმა
რა საშიშად მომედება. 

მიდი,  გულო მოხმაურევ,
ფიცხად კოცნე, სიყვარულო, 
ოჰ, რა მხეცურ ღრიალს ურევ,
სისხლო -  მართლაც - ოჰ, ველურო!

პირს ვაგებებ მხურვალ ტკივილს,
ფუჭად, ვჩანვარ მე-  ნათელი.
იწვის ოქროს ზანდუკივით
ივერიის ღვთისმშობელი.

კმარა, ასე ცელქი ნუ ხარ,
გირჩევნია სანთლის ნთება.
შენთან  ყოფნა ახლა  ნუღარ 
იყოს - როგორც მე მინდება!

1916
(თარგმანი ნინო დარბაისელისა)


Марина Цветаева

Из "Стихов о Москве" 1916 года:

Мимо ночных башен
Площади нас мчат.
Ох, как в ночи страшен
Рёв молодых солдат!

Греми, громкое сердце!
Жарко целуй, любовь!
Ох, этот рёв зверский!
Дерзкая — ох — кровь!

Мой рот разгарчив,
Даром, что свят — вид.
Как золотой ларчик
Иверская горит.

Ты озорство прикончи,
Да засвети свечу,
Чтобы с тобой нонче
Не было — как хочу.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი