ალექსანდრ ბლოკი - სიცოცხლე მისი
#თარგმანები მთარგმნელისაგან ეს - სათარგმნელად ურთულესი ლექსია, როგორც სიმბოლისტურ ლექსთა უმრავლესობა. იმედი მაქვს, ფეისბუქის ჩემს გვერდზე დადებულკ ეს ფოტო ვიღაცას დაეხმარება წარმოსახვაში. ამ ლექსში, რომელიც ეკფრასისის მომენტებს შეიცავს, აღწერილია პეტერბურგის ცნობილი “უსპენსკი საბორი”- ანუ ჩვენებურად, ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი. გალაკტიონის სიმბოლისტური პერიოდის ლირიკა დავალებულია ალ. ბლოკისგან, როგორც მისი ერთ-ერთი პირველწყაროსაგან და ეს - გალაკტიონოლოგიაში კარგად ცნობილი ფაქტია. ჩემი ვარაუდით, გალაკტიონის “ვარდი სილაში” (დედაო, ღვთისა, მზეო მარიამ…) ამ ლექსის გარემოში ტრიალებს და მისი, თავისებური პოეტური გაგრძელებაა. ალ ბლოკი სიცოცხლე მისი სიცოცხლე მისი სულ ბოლომდე გუნდში ჩამწვარა, შენს ბნელ კლიროსზე, მგალობლებში რომ იდგა იგი. იდგა ქალწულის იდუმალი, ნათელი მზერა საკურთხეველზე, სად ალაგი არის ტარიგის. სასოწარკვეთილ გოგონათა კართან დადგომა, იქ სადაც მუდამ ბინდია და ისმის დიდება. შორეულ მერის, ნათელ მერის ხილვისა ნდომა, მას - მზერანათელს, თმის ტალღები რომ ებინდება. ჩათვლემილს ხატზე, ღმერთო, ესე მოგეზმანება, ლურჯ საცეცხლურთა ქნევით კვამლი ირგვლივ რომ მიდის. მე შენს წინაშე, ამბიონთან დგომის მაქვს ნება, მე - ქალაქური ქუჩებიდან მოვსულვარ ბინდი. გაზაფხულია ჩემთან ერთად ტაძრად მოსული და ქალი ესე - უკვე ჩემი დანიშნულია, მე საცეცხლურის კვამლის მფარავს სილურჯე სრული, ხოლო ეს ქალი - ნისლიანი გაზაფხულია. და აქაური ერთობის ქვეშ ვქრით და ვქრით ასე, საკურთხეველზე ჩვენც კვამლივით გაშლა მოგველის. ხალხს ვხიბლავთ რაკი, სასწაულით ვიქნებით სავსე და ვუგალობებთ უსასრულოდ სხივნათელ მერის. და გოგონებით ბნელი კარის ივსება არე და საკურთხევლის კიბეს არეც არ ეპოვნება. ისე მოსჩანან, თითქოს მერი შუქმომფინარე მათ ჰპირდებოდეს დაისამდელ გაცისკროვნებას. ხოლო ვიღაცის თმა მხუთავი, თანაც თხელღერი ჩამოიშლება და სახეებს ირგვლივ ედება და ამბიონზე უსარულოდ ქალის ხმა მღერის, უმღერს ღვთისმშობელს, ქვეყნად ბევრს რომ ეიმედება. მღერის ვარდებზე, მის ხატზე რომ ვიღაცამ დადო, იქ, სადაც მუდამ ბინდია და გალობა ისმის. შორეულ ქალწულს, ტკბილმოსურნეს უმღერის იგი, მას, ვისაც თვალნი აქვს ნათელი და თმაში - ნისლი. .ნოემბერი 1906 (თარგმანი ნინო დარბაისელისა) Ал. Блок О жизни, догоревшей в хоре *** О жизни, догоревшей в хоре На темном клиросе твоем. О Деве с тайной в светлом взоре Над осиным алтарем. О томных девушках у двери, Где вечный сумрак и хвала. О дальной Мэри, светлой Мэри, В чьих взорах — свет, в чьих косах — мгла. Ты дремлешь, боже, на иконе, В дыму кадильниц голубых. Я пред тобою, на амвоне, Я — сумрак улиц городских. Со мной весна в твой храм вступила, Она со мной обручена. Я — голубой, как дым кадила, Она — туманная весна. И мы под сводом веем, веем, Мы стелемся над алтарем, Мы над народом чары деем И Мэри светлую поем. И девушки у темной двери, На всех ступенях алтаря — Как засветлевшая от Мэри Передзакатная заря. И чей-то душный, тонкий волос Скользит и веет вкруг лица, И на амвоне женский голос Поет о Мэри без конца. О розах над ее иконой, Где вечный сумрак и хвала, О деве дальней, благосклонной, В чьих взорах — свет, в чьих косах — мгла. 1906
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი