ანა ახმატოვა - სულთმოფენობა
ანა ახმატოვა სულთმოფენობა ზეცა წვრილად ცრის, ალბათ ინება იასამანთა ნამიანობა. სარკმელთან ფრთებით მიმოიქცევა ეს თეთრი, თეთრი სულთმოფენობა. ახლა მეგობრის დაბრუნებისა, ზღვაში გასულის - ბოლო ვადაა. შორი ნაპირი - სიზმრად მეღირსა, ქვა, კოშკი, სილა სად უხვადაა. ნასიზმრალთაგან ერთ კოშკზე ავალ, ნათელს კოშკიდან შევეგებები, იქ ვნახავ ჭაობს და ნახნავს მრავალს, არც არის კოშკთა ნაგებობები. მხოლოდ პარმაღზე ჩამოვისვენებ, მძიმე ჩრდილები რომ ეფინება. შფოთი მერევა, მოდი, მიშველე, შენ, თეთრო, თეთრო სულთმოფენობავ! (თარგმანი ნინო დარბაისელისა) Духов День. Нынче другу возвратиться Из-за моря — крайний срок. Все мне дальний берег снится, Камни, башни и песок. На одну из этих башен Я взойду, встречая свет… Да в стране болот и пашен И в помине башен нет. Только сяду на пороге, Там еще густая тень. Помоги моей тревоге, Белый, белый Духов День!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი