ალექსანდრ ბლოკი - ბედნიერების მაძიებელნი


მთარგმნელისაგან: 
 ეს - რომ დამეფიცებოდეს, ბლოკის ყველა მნიშვნელოვანი ეკფრასისი  უკვე ნათარგმნი მაქვს- მეთქი.
 მორჩა, მე ამ საშინელების მეორედ გამკეთებელი აღარა ვარ. მოვკვდი!
 არაა მარტივი ტექსტი.
ისე, მე თუ ნორმალური ვიყო, ჰა?!
ვინ დამაძალა, დაჯექი და  გინდა თუ არა, თარგმნეო!

ალექსანდრ ბლოკი

ბედნიერების მაძიებელნი
          (როშ გროსი)

  დასაბამითგანვე  უფალს მსახურებენ ადამიანები, 
იმას,  ვინც ყოფილა  ძალით უხილავით   მათი გამტანჯავი, 
  ციურ სასახლემდე  მსუბუქად აღწევა რომ არ მიანებოს,
 სულს იმათ მიწიერს   ცად რომ არ აფრინდეს, ამძიმებს  სიავით. 
იმას,   ვინც კეთილთა შუაში აბნია ბოროტი   მარცვალი;
  იმას,  ვინც არია ასე ერთმანეთში ავ-კარგის  ნაყოფი.
ვისი გზაც -  ჟამია  აწ და მარადისი,   ყოვლისა  მომცველი,
და ვისაც  შორეულ მთაზე აქვს თავისი  ალაგი-სამყოფი.

 საუკუნეები ასე ილევიან,  გადიან წვალებით,
მთის ქედს ებღოტება,  ასვლის მოიმედე ყოველი თაობა 
და  იმის სამოსის  დროდადრო დაჭერით, ვითარცა  მთვრალები, 
ყვირიან,    ჰგონიათ რომ უკვე გაუგეს  რაიმე  რაობა. 
 
მწვერვალზე ვინ ავა,  აღწევას თუ  შესძლებს ალბათ ორიოდე
და  მიწყივ  კვდებიან, კვდებიან     ასვლაში დაღლილი, 
ხოლო იქ  ამსვლელი თუ გასძლებს,  მისწვდება წვერს ოდეს,
მოკვდება იმწამსვე - თუმცა  გამარჯვების გაისმის ძახილი!

( თარგმანი ნინო დარბაისელისა)

Александр Блок — Погоня за счастьем (рош-гросс)

Отвека люди служат богу,
Тому, кого незримый гнет
К его небесному чертогу
 Тягчит земной души полет.
Тому, кто сеет злое семя
Промежду семени добра,
Чей путь — объемлющее время,
Обитель — дальняя гора.
Идут века, — но поколенья
Стремятся к горному хребту
И ловят с криком опьяненья
Его одежды на лету.
Вершины редко достигают
И гибнут, гибнут — каждый миг,
А кто достигнет, — умирает,
Но смерть его — победный клик!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი