მაცუო ბაშო - ძველი გუბურა
#თარგმანი მაცუო ბაშო ძველი გუბურა ძველი გუბურა. უცებ გომბეშო ჩახტა. წყლის ერთი ჩქამი. (თარგმანი ნინო დარბაისელისა) Matsuo Bashō The Old Pond Old pond. a frog jumps in. water's sound. _ _ _ მთარგმნელისაგან ეს ყველაზე ცნობილი ჰაიკუ, რომლის გადმოტანაც ვცადე ინგლისურიდან ჰაიკუს 5/7/5 - პირობითად კლასიკური ფორმით, ინტერპრეტატორთა ერთი წყების აზრით, ორპლანიანია. მათ თანახმად, ძველი გუბურა - ეს მანამდე არსებული საკაცობრიო ცოდნაა, არცთუ ცინცხალი, გომბეშო - არსებაა, პიროვნებაა, სწავლული, რომელსაც ამ საკაცობრიო ცოდნაში “შესვლა”, ,,ჩახტომა” შეუძლია, ხოლო რასაც ამის შედეგად ამბობს, ერთი ჩქამია, რაღაც, წამიერი ხმა სიჩუმეში.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი