ჩერუბინა დე გაბრიაკი - ჰო, გკოცნიდი და ვიცოდი
ჩერუბინა დე გაბრიაკი ჰო, გკოცნიდი და ვიცოდი *** ჰო, გკოცნიდი და ვიცოდი, ტუჩთა მაჩნდა ტკბილი კვალი, ტუჩი ტუჩთან - ვცოდე ცოდვით? აქ რა არის დასამალი! ეს ტუჩები კოცნისაგან წითლდებოდა, იყო ნაზი. დღეს უხეში კილვის საგნად მაქცევ, მძრახავ ჩემს ქცევაზე. ჩაქრა, ოთხ წელიც არის მაგ რუხ თვალთა ცეცხლი ხამი. ღვინოზე და თაფლზეც მტკბარი იყო ჩვენი შეყრის ჟამი. გახსოვს? - თოვლქვეშ, ზედ პორტალზე ვარდი იყო გოთიკური. მაშინ როგორ გაგაბრაზე, - ან რად უგდე ნათქვამს ყური? (თარგმანი ნინო დარბაისელისა) 1925 г. Черубина де Габриак Да, целовала и знала… *** Да, целовала и знала Губ твоих сладких след, Губы губам отдавала, Греха тут нет. От поцелуев губы Только алей и нежней. Зачем же были так грубы Слова обо мне? Погас уж четыре года Огонь твоих серых глаз. Слаще вина и меда Был нашей встречи час. Помнишь, сквозь снег над порталом Готической розы цветок? Как я тебя обижала, — Как ты поверить мог? 1925 г.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი