მარინა ცვეტაევა - ოთხიდან შვიდამდე
მარინა ცვეტაევა ოთხიდან შვიდამდე გულში, ვით სარკეში - ჩრდილი, მოწყენა - გარეთ და შინ დამდევს. ზანტდება დრო, ვიდრე დილით, ყოველდღე ოთხიდან შვიდამდე! კაცთაგან - ჯობია, შორს ვიყო, ყველაა წყვდიადში ბოროტი. როგორ მეტირება! დე, გრიხონ თითებმა ხელსახოცი ბოლომდი. გულს მატკენ - შეგინდობ, ოღონდაც ასე არ მქირდავდე, მე უნდა ვიდარდო მუდმივად, ოთხიდან შვიდამდე. (თარგმანი ნინო დარბაისელისა) М.Цветаева От четырех до семи В сердце, как в зеркале, тень, Скучно одной — и с людьми... Медленно тянется день От четырех до семи! К людям не надо — солгут, В сумерках каждый жесток. Хочется плакать мне. В жгут Пальцы скрутили платок. Если обидишь — прощу, Только меня не томи! — Я бесконечно грущу От четырех до семи.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი