მარინა ცვეტაევა - მინდა, სარკესთან


#უცხოური_ლიტერატურა_ქართულად

სარკით მკითხაობის ძველ ტრადიციაზე ხომ გვედო აქ პოსტი, “ბლადი მერის” სული  რომ უნდა გამოეცხადოს  ადამიანს სარკეში, - სანთლით ოდნავ განათებულ  სიბნელეში, დაჟინებით შიგ ყურებისას და მომავალი  ამცნოს, გეხსომებათ.
ამაზეა ეს ლექსი - მკითხაობს ცვეტაევა იმ ძველი წესით.

მარინა ცვეტაევა

***
მინდა,  სარკესთან, 
სად  სიმღვრიეა ძილშენაპარი,
 გათქვათ,  უთქმელთა
სად გაქვთ გზა  და თავშესაფარი!

ვხედავ: ხომალდის
 ანძებია…. თქვენ…  და გემბანი,
ორთქლმავალს ასდის
ბოლი… და ველად… ღვიარებანი.

მწუხრის ველები
ნამიანია...   ყორნების ჯარი...
ღმერთს ვევედრები,
ოთხივე კუთხივ გეწეროთ ჯვარი!

(თარგმანი ნინო დარბაისელისა)

М.Цветаева - Хочу у зеркала, где муть 

Хочу у зеркала, где муть
И сон туманящий,
Я выпытать -- куда вам путь
И где пристанище.

Я вижу: мачты корабля,
И вы -- на палубе...
Вы -- в дыме поезда... Поля
В вечерней жалобе...

Вечерние поля в росе,
Над ними -- вороны...
-- Благославляю вас на все
Четыре стороны!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი