მარინა ცვეტაევა - ბაირონს
#უცხოური_ლიტერატურა_ქართულად #არმაღანი მარინა ცვეტაევა ბაირონს - - ფიქრი დიდებას თქვენსას ემონა და იმ განთიადს თქვენეულ დღეთა, გამოგეღვიძათ როცა დემონად და ხალხისთვის იქეცით ღმერთად. ფიქრი ემონა თქვენს წარბთა რისხვას, ანთებულს თვალთა აჩირაღდნებით, იმას, თუ როგორ იხუვლა სისხლმა ძველმა ლავად და შესძრა ძარღვები. ფიქრი ემონა თქვენს უგრძეს თითებს და თმას, ტალღებად რომ ჩამოშლილა, დარბაზებსა და ხეივნებს იტევს თვალები, თქვენი წყურვით შეშლილი. და გულებს - გიჭირთ ყმაწვილ-კაცს ძალზე - გულთა კითხვაში დროის გაცემა, როს ამოდიან მთვარენი ცაზე, ქრებიან თქვენდა თაყვანსაცემად. ფიქრი ემონა შებინდულ დარბაზთ, ხავერდს მაქმანი შეშვენის ოდით; ლექსებს სუყველას, რომელთაც, ალბათ თქვენ - მე მეტყოდით, მე - თქვენ გეტყოდოთ.. ფიქრი ემონა მტვერსაც ერთ მუჭას- ტუჩთა და თვალთა თქვენთა ნარჩენი.... სიკვდილმა თვალი რომ დაუხუჭა, მე მეფიქრება მათი და ჩვენი. (თარგმანი ნინო დარბაისელისა) Байрону Я думаю об утре Вашей славы, Об утре Ваших дней, Когда очнулись демоном от сна Вы И богом для людей. Я думаю о том, как Ваши брови Сошлись над факелами Ваших глаз, О том, как лава древней крови По Вашим жилам разлилась. Я думаю о пальцах, очень длинных, В волнистых волосах, И обо всех - в аллеях и в гостиных - Вас жаждущих глазах. И о сердцах, которых - слишком юный - Вы не имели времени прочесть, В те времена, когда всходили луны И гасли в Вашу честь. Я думаю о полутемном зале, О бархате, склоненном к кружевам, О всех стихах, какие бы сказали Вы - мне, я - Вам. Я думаю еще о горсти пыли, Оставшейся от Ваших губ и глаз... О всех глазах, которые в могиле. О них и нас.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი