მარინა ცვეტაევა - მეგობარ ქალს
#თარგმანები
ᲛᲗᲐᲠᲒᲛᲜᲔᲚᲘᲡᲐᲒᲐᲜ: ᲛᲐᲠᲘᲜᲐ ცვეტაევა ᲣᲑᲔᲓᲜᲘᲔᲠᲔᲡᲘ ᲘᲧᲝ, ᲠᲝᲪᲐ ᲡᲔᲠᲒᲔᲘ ᲔᲤᲠᲝᲜᲛᲐ ᲜᲐᲢᲕᲠᲐ ᲐᲣᲡᲠᲣᲚᲐ ᲓᲐ ᲡᲬᲝᲠᲔᲓ ᲡᲔᲠᲓᲝᲚᲘᲙᲘᲡᲗᲕᲚᲘᲐᲜᲘ ᲑᲔᲭᲔᲓᲘ ᲐᲩᲣᲥᲐ, ცოლობაც სთხოვა (1911) და მასზე იქორწინა კიდეც (1912).
ᲒᲐᲕᲘᲙᲕᲘᲠᲓᲔᲑᲐᲗ, ᲠᲝᲛ ᲕᲘᲢᲧᲕᲘ, 1941 ᲬᲚᲐᲛᲓᲔ, ᲥᲛᲠᲘᲡ ᲒᲐᲠᲓᲐᲪᲕᲐᲚᲔᲑᲐᲛᲓᲔ, ᲠᲝᲛᲔᲚᲡᲐᲪ ᲪᲝᲢᲐ ᲮᲐᲜᲨᲘ ᲛᲘᲡᲘ ᲗᲕᲘᲗᲛᲙᲕᲚᲔᲚᲝᲑᲐᲪ ᲛᲝᲰᲧᲕᲐ, ᲥᲝᲠᲬᲘᲜᲔᲑᲘᲡ ᲗᲘᲗᲥᲛᲘᲡ ᲝᲪᲓᲐᲐᲗᲬᲚᲘᲐᲜᲘ ᲞᲔᲠᲘᲝᲓᲘᲡ ᲛᲐᲜᲫᲘᲚᲖᲔ, ᲛᲐᲡᲗᲐᲜ ᲒᲐᲜᲥᲝᲠᲬᲘᲜᲔᲑᲐ ᲐᲠ ᲡᲣᲠᲕᲔᲑᲘᲐ, ᲗᲣᲛᲪᲐ ᲒᲐᲜᲨᲝᲠᲔᲑᲘᲡ ᲠᲐᲛᲓᲔᲜᲘᲛᲔ ᲔᲞᲘᲖᲝᲓᲘ ᲜᲐᲛᲓᲕᲘᲚᲐᲓ ᲰᲥᲝᲜᲓᲐᲗ, ᲧვᲔᲚᲐᲖᲔ ᲮᲐᲜᲒᲠᲫᲚᲘᲕᲘ - ᲡᲔᲠᲒᲔᲘᲡ ᲝᲛᲨᲘ ᲬᲐᲡᲕᲚᲘᲡ ᲒᲐᲛᲝ.
ᲥᲛᲐᲠᲡ ᲛᲘᲐᲩᲜᲓᲐ, ᲠᲝᲛ ᲡᲐᲡᲘᲧᲕᲐᲠᲣᲚᲝ ᲗᲐᲕᲒᲐᲓᲐᲡᲐᲕᲚᲔᲑᲘ, ᲒᲐᲜᲨᲝᲠᲔᲑᲐᲗᲐ ᲛᲫᲘᲛᲔ ᲒᲐᲜᲪᲓᲔᲑᲘ, ᲠᲝᲛᲔᲚᲘᲪ ᲛᲐᲠᲘᲜᲐᲡ ᲐᲠ ᲛᲝᲰᲙᲚᲔᲑᲘᲐ, ᲛᲘᲡᲘ ᲨᲔᲛᲝᲥᲛᲔᲓᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ ᲐᲣᲪᲘᲚᲔᲑᲔᲚᲘ ᲘᲧᲝ. ᲛᲐᲡᲖᲔ ᲓᲘᲓᲘ ᲛᲐᲜᲣᲒᲔᲨᲔᲑᲔᲚᲘ ᲐᲠᲪ ᲛᲐᲨᲘᲜ ᲰᲧᲝᲚᲘᲐ, ᲠᲝᲪᲐ ᲗᲐᲕᲘᲡᲘ ᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲘᲡ ᲧᲕᲔᲚᲐᲖᲔ ᲞᲘᲙᲐᲜᲢᲣᲠ ᲞᲔᲠᲘᲝᲓᲨᲘ ᲨᲔᲧᲕᲐᲠᲔᲑᲣᲚᲛᲐ ᲥᲐᲚᲛᲐ ᲛᲘᲐᲢᲝᲕᲐ…
ᲠᲣᲡᲘ ᲡᲐᲤᲝ ?!
ᲕᲘᲜ ᲘᲪᲘᲡ!
ᲡᲐᲛᲐᲒᲘᲔᲠᲝᲓ, ᲛᲙᲘᲗᲮᲕᲔᲚᲔᲑᲛᲐ ᲕᲘᲪᲘᲗ, ᲚᲔᲥᲡᲔᲑᲐᲓ ᲠᲝᲒᲝᲠ ᲐᲥᲪᲘᲐ ᲘᲛ ᲓᲠᲝᲡ (1914) ᲒᲐᲜᲪᲓᲘᲚᲘ ᲓᲐ ᲔᲡ- ᲣᲛᲐᲦᲚᲔᲡᲘ ᲞᲝᲔᲖᲘᲐ.
ᲛᲘᲡᲘ ᲑᲘᲝᲒᲠᲐᲤᲘᲘᲓᲐᲜ ᲡᲮᲕᲐ ᲐᲡᲔᲗᲘ “ᲐᲠᲐᲢᲠᲐᲓᲘᲪᲘᲣᲚᲘ ᲣᲠᲗᲘᲔᲠᲗᲝᲑᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲮᲔᲑ ᲡᲮᲕᲐ ᲐᲠᲐᲤᲔᲠᲘ ᲛᲡᲛᲔᲜᲘᲐ.
ᲚᲔᲥᲡᲔᲑᲘᲡ ᲪᲘᲙᲚᲘ ,,ᲛᲔᲒᲝᲑᲐᲠ ᲥᲐᲚᲡ” ᲡᲐᲘᲓᲐᲜᲐᲓ ᲔᲡ ᲚᲔᲥᲡᲘᲐ, ᲡᲬᲝᲠᲔᲓ ᲞᲝᲔᲢᲔᲡᲐ ᲡᲝᲤᲘᲐ ᲞᲐᲠᲜᲝᲙᲡ ᲔᲫᲦᲕᲜᲔᲑᲐ, არსებობს ამ ციკლის თარგმანები ქართულად, მაგრამ იქიდან რასაც მე ვიცნობ, როგორც ჩანს, მთარგმნელები ცდილობენ, მარინას შეულამაზონ რეალობა და ლირიკული მიმართვის ობიექტის სქესს, “ამამაკაცებენ”.
ქართული ენა ნაცვალსახელთა უსქესობის მხრივ თუ ხშირად პრობლემას ქმნის, ასეთ გამონაკლის შემთხვევებში მთარგმნელებს შენიღბვაში ეხმარება კიდეც.
ადრეც მითქვამს და ვიმეორებ, არაა საჭირო, რომ ჩვენ რიგითმა მოკვდავებმა ბიოგრაფიული რეალიები ვულამაზოთ დიდ შემოქმედებს, მერე რა, თუ
ჩვენთ ის მისაღებ ღირებულებებს ვერ ვარგებთ მათს რეალობას.
ისინი ჩვენგან იმსახურებენ, გვიყვარდეს ისეთნი, როგორებიც იყვნენ, თავისი შუქ-ჩრდილებიანად.
ᲛᲐᲠᲘᲜᲐ ᲪᲕᲔᲢᲐᲔᲕᲐ
ᲛᲔᲒᲝᲑᲐᲠ ᲥᲐᲚᲡ
1
ბედნიერი ბრძანდებით? - ნურას მეტყვით! - იქნებ და!
ასე ჯობდეს - იყოს!
იკოცნავეთ მრავალთან, დამაღონეს ფიქრებმა,
ეს სულ დარდმა მიყო.
ტრაგედიებს შექსპირის ვინც ქალ- -გმირი ჰყოლია,
თქვენში ვხედავ ყველას.
თქვენ, ნორჩო ტრაგიკულო ლედი, რარიგ ძნელია,
ვერვინ შეძლო შველა!
თქვენ ხომ გამეორება ტრფობის რეჩიტატივის
გღლით, გაგონებთ გავლილს.
ხელზე სისხლნაკლულზე კი თითბრის რგოლი მარტივი,
მეტყველია მრავლის.
მე მიყვარხართ - ცა- ღრუბლით ჭექა- ქუხილს მოველი
თავზე - ცოდვა - ბარგი,
რადგან ენამწარე ხართ, თანაც ასე დამწველი,
თან ყველაზე კარგი.
რადგან ჩვენც და ცხოვრებაც ჩვენი არის სხვაგვარი,
გზა წყვდიადში შედის.
რადგან აღტაცებული საცდური მონაგვარი -
სიბნელეა ბედის.
რადგან გეტყვით, დემონო, ჩემო მრგვალშუბლიანო,
მაპატიე, კმარის,
რადგან კუბოს თავზე რომ ბევრიც დავიღრიალო, -
ხსნა არსაით არის!
რადგან ვარ მოცახცახე, რადგან - რაც მეუფლება
ძილში ზეაღმტაცი,
მხოლოდ ირონიული არის მომხიბლაობა,
თქვენ - არ ხართ კაცი.
16 ოქტომბერი, 1914
(თარგმანი ნინო დარბაისელისა)
Марина Цветаева
подруге
1
Вы счастливы? — Не скажете! Едва ли!
И лучше — пусть!
Вы слишком многих, мнится, целовали,
Отсюда грусть.
Всех героинь шекспировских трагедий
Я вижу в Вас.
Вас, юная трагическая леди,
Никто не спас!
Вы так устали повторять любовный
Речитатив!
Чугунный обод на руке бескровной —
Красноречив!
Я Вас люблю. — Как грозовая туча
Над Вами — грех —
За то, что Вы язвительны и жгучи
И лучше всех,
За то, что мы, что наши жизни — разны
Во тьме дорог,
За Ваши вдохновенные соблазны
И тёмный рок,
За то, что Вам, мой демон крутолобый,
Скажу прости,
За то, что Вас — хоть разорвись над гробом! —
Уж не спасти!
За эту дрожь, за то — что — неужели
Мне снится сон? —
За эту ироническую прелесть,
Что Вы — не он.
16 октября 1914
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი