მარინა ცვეტაევა - 2. ალერსიანი პლუშის
#თარგმანები მარინა ცვეტაევა - 2. ალერსიანი პლუშის (ციკლიდან - მეგობარი ქალი) 2 ალერსიანი პლუშის პლედქვეშ ვარ, წუხანდელ სიზმარს მოვიხმობ ისევ, მაინც რა იყო?- ვინ გაიმარჯვა?- ან გაიმარჯვეს ვისზე? ჩავლილ საფიქრალს ახლიდან ვებმი, ახლიდან ვიგრძნობ, ტანჯვამ რა მიყო, იმაში, სახელს რომ ვერ ვუძებნი, სიყვარული კი - იყო? ვინ - მონადირე? ვინ - ნადავლი და, პირიქითობა - საშინლად მატანს, გრძლად მოკრუტუნე ნეტა რას მიხვდა ის ციმბირული კატა. ორთაბრძოლაში თვითნებობათა ვის ხელში ბურთად ვინ იყო ნეტა? ის ზე აჭრები - ვის დაემართა, ნეტა რომლის გულს ნეტარს? მაინც, რა იყო - ან რარიგია? რა მსურს და თანაც რას ვნანობ მტანჯველს? მე გავიმარჯვე? - ვერ გამიგია, თუ ჩემზე გაიმარჯვეს! 23 ოქტომბერი 1914 (თარგმანი ნინო დარბაისელისა) Марина цветаева ( из Цикла - Подруге ) 2 Под лаской плюшевого пледа Вчерашний вызываю сон. Что это было? — Чья победа? — Кто побеждён? Всё передумываю снова, Всем перемучиваюсь вновь. В том, для чего не знаю слова, Была ль любовь? Кто был охотник? — Кто — добыча? Всё дьявольски-наоборот! Что понял, длительно мурлыча, Сибирский кот? В том поединке своеволий Кто, в чьей руке был только мяч? Чьё сердце — Ваше ли, моё ли Летело вскачь? И всё-таки — что ж это было? Чего так хочется и жаль? Так и не знаю: победила ль? Побеждена ль? 23 октября 1914
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი