ანა ახმატოვა - სალამი, მაგიდის გვერდიდან ჩქამი გავიგონე


ანა ახმატოვა

***

სალამი! მაგიდის მარჯვნიდან ჩქამი გაიგონე?
შრიალი მოედო.
ვეღარ დაასრულებ დაწყებულ სტრიქონებს... -
მე შენთან მოვედი.

ნუთუ ამჯერადაც აქ მოსვლა უნდა შემანანო,
ისევ ვეწვალები, -
ამას წინ ამბობდი, ხელები შენი არ ჩანანო,
ხელები, თვალები.

აქ, შენთან სითბოა და უბრალოება.
ხიდთან ნუ გამდევნი,
დახშული თაღის ქვეშ წყალი იყინება,
ჭუჭყებში ნადენი.

ოქტომბერი 1913, ცარსკოე სელო

(თარგმანი ნინო დარბაისელისა)




Анна Ахматова

***

Здравствуй! Легкий шелест слышишь
Справа от стола?
Этих строчек не допишешь -...
Я к тебе пришла.

Неужели ты обидишь
Так, как в прошлый раз,-
Говоришь, что рук не видишь,
Рук моих и глаз.

У тебя светло и просто.
Не гони меня туда,
Где под душным сводом моста
Стынет грязная вода.


Октябрь 1913, Царское Село

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი