მარინა ცვეტაევა - დაიხსომეთ (ციკლიდან - მეგობარი ქალი 17


#თარგმანები

მთარგმნელისაგან:
   მე არ მეგულება  არც რუსულ, არც ქართულ  და არც მსოფლიო პოეზიაში დღემდე  ქალი ავტორი, რომელსაც მარინა ცვეტაევასავით  საკუთარი ყოველგვარი  გრძნობისა და განწყობილების  უზარმაზარი  სპექტრის,  მის ნიუანსთა  მოხელთება  და პოეზიის ველში შეტანა შეეძლოს.  თან შეეძლოს როგორ!
(სიზუსტისათვის -  ცნობილია   მ. ცვეტაევას ბიოგრაფიული რეალიები,  რაზეც მისი პოეზია  სრულიად დუმს. ამ გაგებით შეიძლებოდა გვეთქვა, რომ იგი  ახმატოვასავით პოეტი - ამსახავი კი არა, უფრო პოეტი - გარდამსახავია).
  როგორ შეიძლება შემოიწეროს  გარემოსადმი, ადამიანებისადმი  მის  მიმართებათა  არეალი? 
მხოლოდ სიყვარული და განშორება?
   იქნებ დიალოგი უკეთეს ქვეყნად მყოფებთან ან  ოკულტიზმი და მაგია?
სიძულვილი, 
მრისხანება, 
გულგრილობა, 
გალანტურობა? … 
მოკლედ, პალიტრა აქვს  მკერდს მიდებული,  აი, როგორც უნდა! (გალაკტიონის ნათქვამისა არ იყოს, “ნიკორწმინდაში”)

 მთარგმნელებისთვის ცნობილი ამბავია, რომ რამდენადაც პატარა და უნიკალური სათქმელის გადმომცემია ორიგინალი, მით ძნელია სათარგმნელად. 
ახლა, თან რომ დამდგარა და ჯვარედინადაც ურითმია!
ძალიან მაწვალა.
  ახლა იმ ჭკუაზე ვარ, კაი ხანი თარგმანს არ გავეკარები. სადღა მაქვს  ცვეტაევას დასაგლეჯი ნერვები. 
ცოტა გაგაცინოთ!

 კაკლის ძირში წამოწოლი მიხო წიგნს ჩასჩერებია. 
  - მიხოო, შენა კიდე ო, ჰენრისა ჰკითხულობ?
 - მა ეხლა მეტი საქმე არა მაქ,  კაფკაი დავაგლეჯინებ ნერვებსა!
     იამეთ!
  

ᲛᲐᲠᲘᲜᲐ  ᲪᲕᲔᲢᲐᲔᲕᲐ

ᲓᲐᲘᲮᲡᲝᲛᲔᲗ
17

 დაიხსომეთ: თავს ყველასი 
 მიჯობს ღერი ჩემი თმის
და მიბრძანდით…და  თქვენც -  ასე, 
 და  მიბრძანდეს    კიდევ  - ის! 

ნუ გიყვარვართ,  ნუ გიყვარვართ ნუღარავის,
 დილ-დილობით  ნუ მდარაჯობთ უკვე   ამდენს. 
უნდა შევძლო დამშვიდება მევე თავის,  
 გავიდე და გავნიავდე! 

6 მაისი 1915

(თარგმანი ნინო დარბაისელისა) 

6 мая 1915

Марина Цветаева

( Из цикла -Подруга)
17

Вспомяните: всех голов мне дороже
Волосок один с моей головы.
И идите себе… — Вы тоже,
И Вы тоже, и Вы.

Разлюбите меня, все разлюбите!
Стерегите не меня поутру!
Чтоб могла я спокойно выйти
Постоять на ветру.

6 мая 1915

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი