რობერტ ფროსტი - თოვლის ნამქერი (კომენტარითურთ


#თარგმანები

რობერტ ფროსტი

თოვლის ნამქერი

ყვავი  თავზე
დამაფერთხებს
თოვლით სავსე
ნაძვის ერთ  ხეს.
შეძლებს ჩემი
გულის რჩენას,
დღის ნარჩენის
გადარჩენას.

(თარგმანი ნინო დარბაისელისა)

მთარგმნელისაგან

დამწყებო მთარგმნელებო, ხელი არ ახლოთ პატარა ლექსებს, ამასობააი მთელს პოემას ვთარგმნიდი, იმდენი დრო და ძალა წაიღო.  გასანძრევი არა გაქვს, თან ჯვარედინად ნარითმიც თუა და მაზოხიმია ნამდვილი!

Dust of Snow
BY ROBERT FROST

The way a crow
Shook down on me
The dust of snow
From a hemlock tree
Has given my heart
A change of mood
And saved some part
Of a day I had rued.

მთარგმნელისგან მეორე:
ეს კომენტარად დავწერე ბ- ნი ზურაბ არჩვაძისათვის და აქაც იყოს!

Zurab Archvadze

აზრობრივ, სახეობრივი კონცენტრაცია  ამის იქით სად უნდა წავიდეს კონვენციურ,  მოკლესაზომიან ჯვარედინად გარითმულ ლექსში, აზრზე არა ვარ, თორემ კონცენტრაცია რუსთაველთან როა, ისეთი უნდა.

შავი  - თეთრი - კონტრასტი ხომ გვაქვს, ნაღვლიანი დღის ნარჩენის გადარჩენა ხომ გვაქვს და კიდევ ერთი ამბავი - 
 ადამიანის სახელდების  მხატვრულ კონცეპტუალური პლანი წამოიჭრება “ფროსტი” - ხომ ყინულს ნიშნავს ინგლისურად, რობერტი - რომელსაც გერმანული ეტიმოლოგია აქვს და ნორმანდებმა გაავრცელეს ინგლისში, ძველგერმანულად ნიშნავს ნათელს, დიდებულს.
ბინარიკის მიხედვით, მარჯვენა წყვილისცალია:

შავი- თეთრი,
ცივი - ცხელი,
ყინვა- მხურვალება,
ბნელი- ნათელი,
გაფლანგული - შეძენილი,
ნაღვლიანი - მხიარული
და აშ. 

გვარსახეობრივ პლანს თუ მივაქცევთ ყურადღებას, უცაბედობას გვარიდან - გაყინვიდან - სახელზე, მკვეთრად ინდივიდუალურ  და ნათელზე ნახტომი გვაქვს.
ეს უცაბედობა როგორ ცვლის ადამიანის გუნებას ქანქარის საპირისპირო მხარეს!
არადა რა მოხდა, დათოვლილ დღეს რაღაც მარადმწვანე ხის ქვეშ გავლილ დარდიან ადამიანს დაეყარა თოვლი, რომელიც ყვავმა  ხიდან აფრენისას ან დაფრენისას , ხის შერხევისას ჩამოანამქერა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი