ნიკალაი გუმილიოვი - მე და თქვენ


#თარგმანები



ნიკალაი გუმილიოვი

მე და თქვენ

დიახ, საფერი თქვენი არა ვარ, 
სულ სხვა ქვეყნიდან ვარ აქ  მოსული
და  მომწონს არა მშვიდი  გიტარა,  
ველური ზურნის   მომყვება სული.

არა  სალონებს  ფრთხილად ნაკონებს,
დაბურულ კაბებს ანდა პიჯაკებს,
ლექსებს ვუკითხავ  მხოლოდ დრაკონებს,
ჩანჩქერს  და ჯანყთან ჯანყს შენატაკებს. 

მე მიყვარს -  როგორც უდაბნოს არაბს,
წყალს რომ ნახავს  და დაეწაფება,
და არა რაინდს,  შორს რომ დამდგარა,
მნათობს ასცქერს  და ელის ხატებას.

 და მე მოვკვდები არა  მწოლარე,
ნოტარიუსს  და  ექიმს რომ  ხედავს,
მომელის რაღაც   ველური არე,
 რომ ჩაკარგულა უღრანში ხეთა.

შევალ,   უცნობი ხვედრი მომეცა 
პროტესტანტული სამოთხის,  მე კი
შევხვდები  ყაჩაღს, მებაჟეს, მეძავს,
რომ მიყვიროდნენ  ერთად -  “ადექი!”

 1917 ივლისი

(თარგმანი ნინო დარბაისელისა)

მთარგმნელისაგან:

 ანა ახმატოვას პირველი  ქმარი,   “ვერცხლის საუკუნის”  პოეტი, დრამატურგი, მთარგმნელი, აფრიკანისტი ნიკალაი გუმილიოვი, აკმეიზმის დამაარსებელი - უდახვეწილესი პიროვნება და პოეტი  გახლდათ.
(დახვრიტეს კომუნისტებმა  1921-ში,  შეთქმულებაში მონაწილეობის ბრალდებით, რეაბილიტირებულია 1991-ში, 
 საფლავის ადგილი  - დღემდე უცნობია)
არ იყო იგი ესენინივით  ვიტალური, მით უფრო  - ველური  ვნებების  დიდი მიმდევარი და გამომხატველი, 
თუმცა ამ ლექსში  ასეთად წარმოგვიდგენს თავს.
იყენებს ძირითადად ანტითეზისს - ტროპის სახეობას, რომელიც საგნებსა და მოვლენებს შორის არა ნახევარტონურ, არამედ  მკვეთრ კონტრასტს ეფუძნება. 
  არსებობს მისი  კარგი ფოტო, ნაპელბაუმის მიერ გადაღებული და ფონდამუშავებული, მაგრამ ვერ ვიპოვე გუგლში. აქ - გიმნაზიის სტუდენტია.

Николай Гумилев

Я и вы 

Да, я знаю, я вам не пара,
Я пришел из иной страны,
И мне нравится не гитара,
А дикарский напев зурны.

Не по залам и по салонам
Темным платьям и пиджакам –
Я читаю стихи драконам,
Водопадам и облакам.

Я люблю – как араб в пустыне
Припадает к воде и пьет,
А не рыцарем на картине,
Что на звезды смотрит и ждет.

И умру я не на постели,
При нотариусе и враче,
А в какой-нибудь дикой щели,
Утонувшей в густом плюще,

Чтоб войти не во всем открытый,
Протестантский, прибранный рай,
А туда, где разбойник, мытарь
И блудница крикнут: «Вставай!»

Июль 1917

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი