მარინა ცვეტაევა - მე მხოლოდ გოგო ვარ


მარინა ცვეტაევა

მე მხოლოდ გოგო ვარ
- - - - - - 

მე მხოლოდ გოგო ვარ. ასე მევალება,
ვიღირსო გვირგვინი თავზე დასადგამი,
მახსოვდეს: კაცებში მგელი იმალება
და არ დამავიწყდეს, რომ მე ვარ ბატკანი.

ოქროს სასახლეზე უნდა ვიოცნებო,
ვარწიო, ვაბრუნო, თბილად დავაფარო 
ჯერ ჩემს დედოფალას, მეც შემეძინება
არა დედოფალა, თითქმის დედოფალი.

ჩემს ხელში რა უნდა ხმალსა და იარაღს,  
რა უნდა ჩემს ხელში სიმთა აჟღერებას.
მე მხოლოდ გოგო ვარ   - ხმაური კი არა,
მმართებს გაჩუმება. ეს შემეფერება.  

აჰ, ნეტავ ამიხდეს, რაც გულმა ინება,
მეც ერთი ვარსკვლავი ამინთოს სამყარომ,
ყველასთვის თვალებში  შევძლო შეცინება,
ისე, რომ თვალები ძირს აღარ დავხარო! ….

(თარგმანი ნინო დარბაისელისა)

Только девочка

Я только девочка. Мой долг
До брачного венца
Не забывать, что всюду — волк
И помнить: я — овца.

Мечтать о замке золотом,
Качать, кружить, трясти
Сначала куклу, а потом
Не куклу, а почти.

В моей руке не быть мечу,
Не зазвенеть струне.
Я только девочка, — молчу.
Ах, если бы и мне

Взглянув на звезды знать, что там
И мне звезда зажглась
И улыбаться всем глазам,
Не опуская глаз!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი