ბულატ ოკუჯავა - ქალო, ო, თქვენო ბრწყინვალებავ
#თარგმანები (ეს - გიტარაზე ვინც უკრავს, იმისთვისაა. ანუ სიმღერის მელოდიას მოვარგე) ბულატ ოკუჯავა ქალო, ო, თქვენო ბრწყინვალებავ (გ. ვენგერევას) ყველაფერს ბნელი ეფარება, ვით ფსკერზე, სიჩუმე დგას, ქალო, ო, თქვენო ბრწყინვალებავ, ჩემთან ხართ თუ ეძებთ სხვას? ძლივს ბჟუტავს აქ ელექტროობა, ჭერს წყლის ნაჟღენთები აქვს. ქალო, ო, თქვენო ბრწყინვალებავ, თქვენ რამ მოგიყვანათ აქ? ო, თქვენი მოსვლა - ხანძარია, კვამლი დგას და სუნთქვა ჭირს, მობრძანდით, გთხოვთ გულით, ძალიან. გადმოსცდით პარმაღის პირს. აქ რამ მოგიყვანათ, ვინა ხართ? ო, მიცქერთ საცინარ კაცს. უბრალოდ, სხვა კარი გინახავთ, ქალაქიც, გზაც, ეპოქაც. 1960 (თარგმანი ნინო დარბაისელისა) Булат Окуджава - Ваше Величество, Женщина Г.Венгеровой Тьмою здесь все занавешено и тишина, как на дне... Ваше Величество, Женщина, да неужели -- ко мне? Тусклое здесь электричество, с крыши сочится вода, Женщина, Ваше Величество, как Вы решились сюда? О, Ваш приход -- как пожарище, дымно и трудно дышать. Ну, заходите, пожалуйста, что ж на пороге стоять. Кто Вы такая? Откуда Вы? Ах, я смешной человек. Просто Вы дверь перепутали, улицу, город и век. 1960
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი