მარინა ცვეტაევა - უღმერთოდ
#თარგმანები მარინა ცვეტაევა *** უღმერთოდ, უპუროდ, უსახლოდ, - ვნებით, ხმიანობით, სახელით,- ციმბირში შავწარბა ტუსაღი - ყმაწვილს მიუძღვება ცოლს. ადრე გემბანიდან მოსჩანდა სმირნა და ქიოსი შორს, უზრავდა მარმარის საყავე თითებს ბეჭდიანებს ორს. მშვენიერ ვნებაზე ბაასის ქმნიდა ვიოლინო ფონს. მიჰქონდა სახე უცხოელის ეგვიპტურ უთხელეს ბოლს. დაბლა, დაბნეული ზეცის ქვეშ ციმბირის მიჰყვება ზოლს, ის უცხო ბატონი შინისკენ - ყმაწვილს მიუძღვება ცოლს. 1917 3 სექტემბერი (თარგმანი ნინო დარბაისელისა) *** Без Бога, без хлеба, без крова, — Со страстью! со звоном! со славой! — Ведет арестант чернобровый В Сибирь — молодую жену. Когда-то с полуночных палуб Взирали на Хиос и Смирну, И мрамор столичных кофеен Им руки в перстнях холодил. Какие о страсти прекрасной Велись разговоры под скрипку! Тонуло лицо чужестранца В египетском тонком дыму. Под низким рассеянным небом Вперед по сибирскому тракту Ведет господин чужестранный Домой — молодую жену.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი