მარინა ცვეტაევა - ჯიშში ვიღაც მყავდა მევიოლინე
#თარგმანები მარინა ცვეტაევა ჯიშში ვიღაც მყავდა მევიოლინე *** ჯიშში ვიღაც მყავდა მევიოლინე, მხედარი და ქურდი ალბათ სულით. მაწანწალად ქვეყანას მოვევლინე, თმაზეც ამდის მუდამ ქარის სუნი. ეტლიდანაც ის შავტუხა იპარავს ჩემი ხელით მრუდით ალბათ გარგარს, ვნებიანი ბედიც - მისგან, აბა, რა! თმახუჭუჭა, ცხვირკაუჭა არ მგავს. მხვნელის სახნისს ერთს კი გადახედავდა, კბილებშუა მოიქცევდა ასკილს, სამეგობროდ არ ვარგოდა, არც ჰყავდა, საყვარლად კი კარგი იყო ასწილ. ჩიბუხს, მთვარეს, მძივებს ეტანებოდა და ნორჩ ქალებს მეზობლების თანაც, კიდევ, ვფიქრობ, მშიშარაც იქნებოდა წინაპარი ჩემი ყვითელთვალა. სულს მიჰყიდდა ეშმაკს გროშად ხალისით, საფლავის შიშს ღამით სძლევდა განა; კიდევ ვფიქრობ, სულ დაჰქონდა თავისი ჩექმის პირში გამოჩრილი დანა. რომ მრავალჯერ გამომხტარა კუთხიდან კატასავით მოქნილად და მარდად და რატომღაც, მივხვდი, დასკვნას ვუფრთხი და ვიოლინოს დაკვრაც არ უყვარდა. არაფერი არ მიაჩნდა არაფრად - შარშანდელი თოვლი რაა, ლექი! რა დამკვრელიც მე მერგუნა წინაპრად, მეც პოეტად ისე გამოვდექი! 1915 (თარგმანი ნინო დარბაისელისა) Марина Цветаева Какой-нибудь предок мой был — скрипач... *** Какой-нибудь предок мой был — скрипач, Наездник и вор при этом. Не потому ли мой нрав бродяч И волосы пахнут ветром! Не он ли, смуглый, крадёт с арбы Рукой моей — абрикосы, Виновник страстной моей судьбы, Курчавый и горбоносый. Дивясь на пахаря за сохой, Вертел между губ — шиповник. Плохой товарищ он был, — лихой И ласковый был любовник! Любитель трубки, луны и бус, И всех молодых соседок… Ещё мне думается, что — трус Был мой желтоглазый предок. Что, душу чёрту продав за грош, Он в полночь не шёл кладби́щем! Ещё мне думается, что нож Носил он за голенищем. Что не однажды из-за угла Он прыгал — как кошка — гибкий… И почему-то я поняла, Что он — не играл на скрипке! И было всё ему нипочём, — Как снег прошлогодний — летом! Таким мой предок был скрипачом. Я стала — таким поэтом. 1915
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი