ფიოდორ ტიუტჩევი - განა ტყუილად
#თარგმანი თ. ტიუტჩევი *** განა ტყუილად ავობს ზამთარი. მისი დრო მიდის, იცის ამდენი. გაზაფხულია სარკმელს მომდგარი, ზამთარს ეზოდან მალე განდევნის. და აწრიალდა ყველა, ეგების მიხვდეს ზამთარი, მოშორდეს უნდა და უკვე ისმის, ცად ბეღურების გუნდი რარიგად აჟრიამულდა. ზამთარი ფაფხურს არ იშლის ისევ და გაზაფხულის კილვას უნდება, გაზაფხული კი ლაღად კისკისებს და კიდევ უფრო ახმაურდება. , კუდიანს რისხვა ტოვებს აღარა და გაქცევისას თოვლი ფხვიერი მოხვეტა, უცებ შემოაყარა, რომ გაეყინა ყრმა მშვენიერი... გაზაფხულს დარდიც არა აქვს ახლა. მტრის თოვლით პირი იბანა ნაზი და კიდევ უფრო ღაჟღაჟა გახდა, უფრო დამშვენდა ზამთრის ჯინაზე. (თარგმანი ნინო დარბაისელისა) Ф. И. Тютчев «Зима недаром злится...» Зима недаром злится, Прошла её пора – Весна в окно стучится И гонит со двора. И всё засуетилось, Всё нудит Зиму вон – И жаворонки в небе Уж подняли трезвон. Зима еще хлопочет И на Весну ворчит. Та ей в глаза хохочет И пуще лишь шумит... Взбесилась ведьма злая И, снегу захватя, Пустила, убегая, В прекрасное дитя... Весне и горя мало: Умылася в снегу И лишь румяней стала Наперекор врагу.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი