უილიამ ბატლერ იეიტსი - ეპიტაფია


#თარგმანები

მთარგმნელისაგან:   საფრანგეთში გარდაცვლილი პირველი ირლანდიელი ნობელიანტის,   პოეტის, დრამატურგისა და საზოგადო მოღვაწის  უ. ბ. იეიტსის  მიერ შეთხზული ეს ეპიტაფია დრამკლიფის  პატარა, პროტესტანტული ეკლესიის ეზოში მდებარე მის   საფლავზე წერია.  
  ( საფლავი- ზოგი წყაროთი,  მაინც პირობითად  მიიჩნევა, რადგან იმთავითვე გავრცელდა ხმები, რომ რაღაც აირია და მის ნაცვლად იქ ვიღაც კბილის ექიმის ფერფლი დაიკრძალა) .
   იეიტსზე  და  მოდ გონისადმი მის  მრავალგზის უარყოფილ სიყვარულზე ადრე იმდენჯერ გვისაუბრია, სხვა თარგმანებს როცა ვეცნობოდით, რომ მგონი,  თავიც შეგაწყინეთ.       
     მოკლედ შეგახსენებთ მხოლოდ, რომ სიბერეში  შერთული მისი ახალგაზრდა ცოლი, (ასაკ. სხვ. 52-25 =27-  ნ. დ.) ჯორჯია ჰაიდ ლისი, რომელთანაც ორი შვილი შეეძინა, სერიოზულად იყო გატაცებული ოკულტიზმით და ოკულტისტურ გარემოსთან    ახალგაზრდობიდანვე გაშინაურებულ ქმარს კიდევ უფრო გაუღრმავა კავშირი  იდუმალსწავლების  სფეროსთან.
 ეს - ბედნიერი,   ჰარმონიული ქორწინება გამოდგა.  და  მისი შემოქმედების მკვლევართათვის  დროითი ნიშნულიც აქ დევს -   გამოკვლევებში ასე  განასხვავებენ - ქორწინებამდელი და ქორწინებისშემდგომი შემოქმედება.  
პირადად მე რომელი პერიოდი უფრო მიყვარს?
 პირველი -  უპასუხო სიყვარულის რიმანტიკული ამბები - საზოგადოდ,  უფრო პოპულარულია. მე -  მაინც მეორისკენ ვიხრები და რამდენიმე ნიმუშის თარგმანი გვედო)
   
 

უილიამ ბატლერ იეიტსის ეპიტაფია

ცივად   თვალი მოატარე, 
ყოფნის და სიკვდილის არეს,
ცხენოსანო,   გაიარე!

(თარგმანი ნინო დარბაისელისა)

William butler Yeats epitaph

Cast a cold eye
On life, on death.
Horseman, pass by!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი