უილიამ იეიტსი - საით მიდიან წიგნები ჩემი


#თარგმანები

უ. იეიტსი

საით მიდიან  წიგნები ჩემი

ყოველი სიტყვა, მოვუყარე რასაც კი თავი
და რაც დავწერე მე აქამდე, სიტყვა ყოველი
ფრთებს  უნდა შლიდეს, მოფრინავდეს დაუღალავი,
არ ისვენებდეს არასოდეს შენკენ  მქროლელი,
ვიდრე მოელის ეგ მწუხარე, მწუხარე გული,  
მაგ გულს უმღერებს, როცა ირგვლივ  ღამეა ბნელი,
მიღმეთში, სადაც   მოძრაობენ მუდმივად წყლები,  
წყვდიადობს ქარი ან ვარსკვლავთა არის ნათელი.

ლონდონი
 1892

(თარგმანი ნინო დარბაისელისა)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი