მარინა ცვეტაევა - შენ თვითონ შუაგულ ცეცხლში გამატარე


მარინა ცვეტაევა

 ***

შენ თვითონ შუაგულ ცეცხლში გამატარე, 
თავად მიმატოვე   - გაყინულ  სტეპშივე,
აი, რა მიყავი, მიხვდები  რად არა!
მითხარი, ძვირფასო, მე რა დაგიშავე!

ვაშლის ხე - ძალითაც რომ არ  შეარხიო,
დროით დამწიფდება, ცვივა უკბეჩავი.
- სულ ყველა, სულ ყველა, უნდა მაპატიო, 
ძვირფასო,   აქამდე -  მე რაც  დაგიშავე!

(თარგმანი ნინო დარბაისელისა)

М. Цветаева

***

Жить приучил в самом огне, 
Сам бросил - в степь заледенелую! 
Вот что ты, милый, сделал мне! 
Мой милый, что тебе - я сделала? 

Само - что дерево трясти! - 
В срок яблоко спадает спелое... 
- За все, за все меня прости, 
Мой милый, - что тебе я сделала!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი