ხალილ ჯიბრანი - შიში
#თარგმანები ხალილ ჯიბრანი შიში ამბობენ, თურმე ვიდრე მდინარე ზღვას შეერთვის, შიშით ცახცახებს. მზერას იბრუნებს გზისკენ, რომელიც გამოიარა მთათა წვერიდან მიმოგრეხილი სავალების, გადაკვეთილი ტყეების და სოფლებისაკენ. წინ კი მღელვარებს ოკეანე უზარმაზარი, რომელში ჩართვაც - სამარადისოდ გაქრობაა, სხვა არაფერი. მაგრამ არა ჩანს ქვეყნად სხვა რამ გამოსავალი. ის - მდინარეა და მდინარედ ვერ დაბრუნდება.. უკან ვერავინ დაბრუნდება. ამ ცხოვრებაში დაბრუნება არის მუდამ შეუძლებელი. და მდინარესაც სხვა რაღა გზა აქვს, უნდა შეერთოს ოკეანეს, რადგანაც იგი ასე გაიგებს, ოკეანესთან შეერთება ნიშნავს არა გაქრობას მისას, არამედ ქცევას ოკეანედ! (თარგმანი ინგლისურიდან - ნინო დარბაისელისა)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი