იოსიფ მანდელშტამი - ბუზი
#თარგმანები
მთარგმნელისაგან: ამჯერად განსხვავებული სტილის ლექსი მინდა შემოგთავაზოთ. მარინა ცვეტაევა რომ აღფრთოვანებული იყო პოეტ მანდელშტამის ნაწერებით, გახსოვთ!
ხალხური სიტყვიერების სტილურ თავისებურებათა გადმოტანა რომ მეოცე საუკუნის დასაწყისის რუსულ პოეზიაში დროითი ნიშანია, ამაზე მახსოვს, ვისაუბრეთ, ცვეტაევას ერთი ლექსის გაცნობისას.
პოეტური ტექსტის განტვირთვა ორნამენტიკისა და სხვა ზედმეტობებისაგან და ამ გზით ისედაც არცთუ პირდაპირ გადმოცემული სათქმელისთვის სივრცის გამოთავისუფლება, ,, ჰაერის მიცემა”, სწრაფვა მცირე ფორმებისა და მინიმალიზმისაკენ. გალანტური პოეტური თამაშები, (აქ - ხალხური ლექსების დამახასიათებელი დიალოგურობა) მოკლედ ასე შეიძლება დახასიათდეს მაშინდელი მანდელშტამი.
თუმცა ეს მას მხოლოდ ერთხანობას გამოკვეთს მის სტილს.
ჩვენ ვიცნობთ მის გვიანდელ, მძიმე ლექსებსაც. გვედო აქ მაგალითად “ოდა სტალინს” და თბილისს ( კუზიანი მესიზმრება თბილისი”)
ოსიპ მანდელშტამი
ბუზი
- ბუზო ბუზო, სად ჩავარდი?
-რძეშია, რძეშია!
- ბებრუცანავ, რძე შეგყვარდა?
- მრეშია, მრეშია!
-სცადე, ცოტა, ამოძვერი!
- ვერაო, ვერაო!
- გინდა დიდი კოვზის წვერით
შველაო, შველაო?
- სხვაგვარად სჯობს მე საბრალო,
გამომხსნა, გამომხსნა:
- სხვა ჭიქაში რძის, უბრალოდ,
გადასხმა, გადასხმა!
1925 г.
(თარგმანი ნინო დარბაისელისა)
О. Мандельштам
Муха
— Ты куда попала, муха?
— В молоко, в молоко.
— Хорошо тебе, старуха?
— Нелегко, нелегко.
— Ты бы вылезла немножко.
— Не могу, не могу.
— Я тебе столовой ложкой
Помогу, помогу.
— Лучше ты меня, бедняжку,
Пожалей, пожалей,
Молоко в другую чашку
Перелей, перелей.
1925 г.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი