*


დაიწყებს ათვლას ენკენის
თვე და აღარსად გაგიშვებ,
იგრძენი ჩემი ნეკნების
ძალა და ჩემგან იშვი.
გავს ჩემი ტანი ჯვარცმულს.
ათასი კაცის სისხლი,
ტანზე მატყვია.
არ გაყვე, გაგიტაცებენ. ფხიზლად!
მომხედე, შენ, მეგობარო,
მომხედე,რისთვის მიმტერებ?
მითხარი, რით არ მოგბეზრდა
ჩემი ჯვარცმული მტევნები.
წყალი? წაიღე, იცხოვრე.
მეც მომეშველე, მკლავენ.
გთხოვ, გადმომხედე, მაცხოვარ,
ამდენ ნაბიჭვარს, ა მ ი ნ!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი