პატარა გოგონები


უთხარი მათ, 
რომ შენ აღარ ხარ თოჯინა, 
ან აუხსენი, ანდაც გამოუცხადე, 
რომ შენ აღარ ხარ თოჯინა
 და რომ ისინი ვეღარ გადაგაადგილებენ,
 სხვა თოჯინების მსგავსად.
მათ შეუძლიათ გამოგკეტონ თავიანთ იდეებში, 
და თუკი ახლა ვერ დაეხსენი, 
შემდეგ ვერასდროს მოახერხებ მათი                                  
მარწუხებიდან თავის გაღწევას.
მათ არ სჯერათ, რომ შენც დაქალდი,
შენი თანატოლების მსგავსად.
ისინი შენი ქალიშვილობის პერიოდს მძიმედ გაგატარებენ,
და შენც დაიჯერებ, რომ ქალობას, 
ქალიშვილობის დაკარგვის გემო აქვს.
პატარა გოგონები, 
მათ უჭირთ გაექცნენ შიშებს,
თითქოს ყველა ქუჩაზე,
 ვიღაც ნაბიჭვარი უშვერს
თითებს და ისე გამოაყოლებს,
 თითქოს იწევდეს
 გასაშიშვლებად.

პატარა გოგონები
ისინი არ დადიან გვიან ღამით,
 და მითუმეტეს მარტონი.
  ისინი არ მგავრობენ  მეტროთი, 
თუკი მგზავრობენ წამითაცარ ხუჭავენ თვალებს, 
მათ იქნებ ვიღაც გამალებით აკვირდებოდეს? 
ისინი თვალებს აცეცებენ ყველა კუთხისკენ,

წინა დღეც ასე იყო, 
ასე სრულდება ეს დღეც.
მარჯანიშვილი - სამგორი. 
აგედევნება ქარივივთ
პოტენციური მოძალადე და ამაჟამინდელი ნაძირალა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი