ანუკის


"უჩვეულოა  სიჩუმე 
 წვიმის დროს,
და გამვლელების გარეშე 
ტროტუარები."

*
უსაშველოა,  
ნეკნის ტკივილს გაუძლოს კაცმა,
ატკივებულს უუშენობით.
ოდესღაც 
ჩემშიც იფეთქებს ჯვარცმა
და თუ მომისწრებ,
ნუ ჩამომხსნი,
სისხლი მომწმინდე და 
სახე დამიკოცნე.
აირევიან შენს ცრემლებში
ჩემი ცრემლები, 
აირევიან.
ან, შენს თბილ ხელში,
ჩემ ცივ ხელს ვაქცევ,
გადამარჩინე…

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი