*
საღამოობით ბრუნდებოდა, თმებს გაიშლიდა, მერე წვებოდა დაღლილი და უძინარი. მისი აზიზი ხელები ეხებოდა ჩემ გადაყვლეფილ ხელებს. მე ვდგებოდი ფანჯარასთან, მერე აიშეც მოდიოდა. მისი ხელები ჩემ ტლანქ სხეულს ეკვროდა სუროსავით. მისი მკლავები, თმები, სიცილი, შემოდიოდა ჩემში და რჩებოდა ჩემში. მე არ ვუშვებდი მის არსებას ჩემი სხეულიდან. აიშე ჩემში შემოდიოდა და მე მინდოდა, რომ ჩემი სულიდან გასასვლელ გზას ვეღარ მიეგნო. მე მიყვარდა მისი თმები, ჩემ სხეულს გველებივით რომ ეხვეოდნენ. მიყვარდა მისი თვალები და როცა აიშე მიყურებდა, მისი დაღლილი თვალებით, მე მინდოდა, ჩემს გარდა ამ თვალებს არავინ და არაფერი დასიზმრებოდა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი