დედაენა


კაცი ხარ, ვინ ხარ რა ხარ,
რა ჯილაგის რა ბედენა,
დედის ნანამ თუ არ გზარდა
დედამ არ გიდედაენა.

ერის შვილად რომ ივარგო,
არც სხვას ავნო, არცა ივნო,
ენა დედამ - დედაენამ
უნდა ამოგადგმევინოს!

სული დედაენის გედგას,
აზრი, სიბრძნე ენამ გამცნოს.
ღმერთმა ისე დაგიფაროს,
დედამ არ გიდედინაცვლოს.

რომც გიმუხთლონ,
გოირგულონ,
სამშობლოდან განიდევნო,
ქუდი სხვისი...
ენა შენი
უნდა იდედ - დედაენო!

ბედი დაუნდობელია,
გაგწირავს და დაგაობლებს.
ენა კალთას დაგაფარებს,
დედაენა გისამშობლებს.

გიჭირს, გილხინს, თან გეხლება.
გიალერსებს, დაგივანებს.
ატირდები, დედა რომ
არ გეყოლება,
ენა დაგიდედინანებს!

,,წუთისოფლის სტუმრები ვართ,
ჩვენ წავალთ და სხვა დარჩება,"
დედაენით დაიწყო და
დედაენით დამთავრდება!

წყარო: www.aura.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი