წამოუბერა ზღვაურმა ..
წამოუბერა ზღვაურმა ღრუბელი სევდას ცრის მემუდარები: - გამიშვი! მე თავს ვიმართლებ: - წვიმს! ხელით გისწორებ სათუთად ყელს მარგალიტის მძივს, ისევ ჩურჩულებ: - წავალ, რა! გარეთ გახედებ: - წვიმს! ცალ თვალს ზეცისკენ ვაპარებ ღრუბელს ვუღერებ მჯიღს; - არ გადაიღო, იცოდე, მეფე ვარ, სანამ წვიმს!
წყარო: evpatori.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი