პოლიკარპე კაკაბაძე (ბიოგრაფია)


1911 წელს დაასრულა ბათუმის ვაჟთა გიმნაზია. მისი პირველი ნოველა "ბრძენი მოქანდაკე" დაიბეჭდა 1915 ჟურნალში "თეატრი და ცხოვრება" (N 46).

სიცოცხლის ბოლო ათწლეულში კაკაბაძე ინტენსიურად მუშაობდა ისტორიულ დრამისა და ტრაგედიის ჟანრში. ამ პერიოდში მან გამოაქვეყნა დრამატული პოემები "მეფე ვახტანგ პირველი გორგასალი" (1966), "მეფე ბაგრატ მეშვიდე" (1967), ტრაგედია "მეფე დიმიტრი თავდადებული" (1971).

კაკაბაძემ სიცოცხლეშივე მოიპოვა თანამედროვე კრიტიკისა და საზოგადოებრიობის დიდი აღიარება. მისი "ყვარყვარე თუთაბერის" მიხედვით შექმნილია ფილმი "ყვარყვარე" (1978, რეჟისორი დ.აბაშიძე). კაკაბაძე დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენით.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

წყარო: ka.wikipedia.org

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი