მინდა დავწერო
მინდა დავწერო ბედზე ამ უბედობის ჟამს. დამთავრდეს უნდა ეპოქა,სადაც ქართველი ქართველს კლავს. დღეს მთავარია ერთობა,ძალა ხომ აღმართს ხნავს. ისე სწრაფად გადის დრო,რომ დასაკარგი არ გვაქვს. მინდა დავწერო გმირებზე,მათ ვინც გაწირეს თავი. სამშობლოს გადასარჩენად ვინც შრომობს დღით და ღამით. ვინც წავა წუთისოფლიდან არ უნდა იყოს ავი. დატოვოს უნდა სახელი,სახელი საფიცარი. მინდა დავწერო გრძნობაზე რომ გააგიჟებს კაცს. მოსვენებას რომ უკარგავს მშვიდ და მომხიბვლელ ქალს. სიყვარული ხომ სიგიჟით უფრო წააგავს მარტს. ის დიდი გრძნობის მორევში ცოცხლად რომ დაგმარხავს. მინდა დავწერო მშობელზე,რომ არ იზოგავს თავს. მას სევდიანი სახეც კი გაბრწყინებული აქვს. მშობელს ვერასდროს ალბათ ვერ შევადარებ სხვას. ბედნიერია მშობელი შვილი თუ კარგი ჰყავს. მინდა დავწერო თქვენზე,ვისი იმედიც მაქვს. ყველა დაგლოცოთ უფალმა,ძალიან მიყვარხართ. რაც დაისახეთ მიზნად,ეცადეთ მიღწევას. მუდამ იბრძოლეთ ბოლომდე,ნუ დაყრით ფარ-ხმალს! მინდა დავწერო ღმერთზე,სხვისკენ ნუ გავიშვერთ ხელებს. რამდენ მშიერ-მწყურვალს ვხედავ, თვალზე ვერ ვიკავებ ცრემლებს. ჩვენ რომ არ ვსჯერდებით ცოტას,მუდამ სიმდიდრეს რომ ვეძებთ. მშიერ ფეხშიშველთან ვცოდავთ,საჭმელს ნაგავზე რომ ეძებს. მინდა დავწერო თბილისზე,ლექსი მოვუყვე მტკვარს. გახარებულს რომ ვხედავდე ჩემს ძვირფას ქართველ ხალხს. თურმე ტკივილი ამქვეყნად არასდროს კაცს არ კლავს და სულიც ჩემი აბობოქრებულ ვერეს ხეობას ჰგავს! /რ.ირემაძე/
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი