მე არ ვარ დიდი პოეტი როგორც
მე არ ვარ დიდი პოეტი როგორც: იყო ილია,ვაჟა,აკაკი. მე პოეზია უბრალოდ მომწონს და არ ვედრები ქვეყნად არავის კაცმა არ იცის ცხოვრება რა გზით, ან როგორ სახით წარიმართება. მაგრამ ის ვიცი მაქვს მძიმე დარდი და გულში მძიმე სევდაც დამრჩება. მე ბავშვობიდან მქონდა სურვილი, რომ ჩემი ბედი ჩემთვის მეპოვა. მე მოგონებებს ძლიერ ვუვლიდი, წარსული აწმყოს შერწყმა მეგონა. თავისუფალ დროს ლექსებსაც ვწერდი. ვუზიარებდი ლექსს ჩემს იარებს. წარსულზე ბევრი ტკივილი მეთქმის. ბევრიც ჩემს მიზნებს მისთვის ინატრებს. კარგია როცა რაღაცას შვრები, მე ჩემი საქმით მსურს რომ ვიხარო. ჩემი ოცნება მომავალს ერწყმის, რომ ეს განწყობა ხალხს ვაზიარო. ძალზედ რთულია როცა დრო მიდის და ამ დროს უკან მიჰყვები ნელა. წლები კი სათქმელს თავისას იტყვის და დაგამსგავსებს ცხოვრება ვერაგს. დროს უნდა მიჰყვე და არ შეჩერდე, დრომ იცის უცებ შეწყვეტა გზაში. ცხოვრების ეტაპს ადრე შეხედე, რომ გვიან ჟრჟოლამ არ დაგკრას ტანში. კარგია როცა დროს ფასი იცი და ისე ცხოვრობ როგორც შენ გინდა. ძალზე რთულია მოსმენა სხვისი, ჭკუის სწავლებას სხვა ვერ აიტანს. ჩემი ლექსები არ მეორდება, ლექსი,რომელიც ვწერე ტკივილით. ეს დრო არასდროს განმეორდება. მე ვკვდები,მაგრამ მაინც გიღმით... /რ.ირემაძე/
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი