გთხოვ ნუ ტირი


გთხოვ ნუ ტირი და სულს ნუ იტანჯავ,
ცხოვრება არ ღირს ტანჯვა-წამებად.
გამწარებული ბევრი მინახავს,
გახარებული უფრო ნაკლებად...

გახედე ირგვლივ,ყველა ზეიმობს,
შენ კი მარტო ხარ,ტკივილით კვდები.
ლექსი გაგიჟდა,განიშნებს თითქოს,
,,მალე გაივლის ეს განსაცდელიც".

გთხოვ არასოდეს ძირს არ დაეცე,
ძალა გჭირდება და შემართება.
არ დაუხარო თავი გარეწრებს,
სახეზე ცრემლი არ გეკადრება.

ღიმილი მიყვარს და შენი ცრემლით,
როგორც ატომი - ფეთქდება ლექსი.
როცა შენ ტირი და შენი ცრემლი,
არის სხვის უჟმურ ღიმილზე მეტი.

გთხოვ,გაიღიმე,უფრო გიხდება,
ღიმილი გშვენის უფრო სახეზე.
,,თქვი ყველაფერი კარგად იქნება"
არ მიგატოვებს ის ვინც გაღმერთებს.

გთხოვ,დაივიწყე,როგორც ზღაპარში,
ეს უჩვეულო გოდება-კვნესა.
ამ საზიზღარი ღამის დარაჯი,
უმისამართო მატარებელმა...

და ყოველ დილით ცად აღმართული
მზე სიამაყით როგორც ანათებს,
როცა შენ ტირი,გიფეთქავს გული,
მე უძილობა არ გამახარებს...!

როცა ღამეა,სამია სრული,
ვიღებ რვეულს და სისხლის წვეთებით -
მინდა დავწერო,დაგხატო ფუნჯით,
ისე,რომ ცრემლი არ ჩანდეს ერთიც...

/რ.ირემაძე/ (03.02.2017)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი