აქ ახლა წვიმს გარეთ…


აქ ახლა წვიმს გარეთ,შენ-ისევ არ ჩანხარ,
მეკიდევ დარდებმა წამლეკა მრავალგზის,
მე-ისევ უშენოდ…წელიწადი გახდა,
ბა,შენი წასვლის და ბავშვობის დაკარგვის.
ამ მთების უტეხმა,უგრძნობმა სიჩუმემ,
მაგ მიწის სიავემ-გულზე რომ გაყრია,
იმ შარშანდელივით აშალა გრძნობები და 
სევდამ ხელები თავიდან დამრია.
დავდივარ-
ტყის სუნი,მდინარის ჩხრიალი,
ნისლები მთის წვერზე მუდმივი თავბრუა,
ღიმილებს აღმართმა წაართვა ხალისი,
უშენოდ სოფელში სუნთქვაც ჭირს,ბაბუა

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი