ანდროს
ნუ გეგონება-აღარ წერსო,ჩემზე,არაფერს, ჩემო დარდების დასაწყისო… შენზე ფიქრები ამოწურავს სიტყვის მარაგებს, ეჰ,ჩემი სიყრმის დანაკლისო!… შენ,როგორც ადრე,აღარ ხარ და დამაღალატე… მე-სოფლის მთებში გელოდები,რომ გაპატიო, შენი არყოფნა ვეღარაფრით ვერ გავამართლე… არადა,მითხრეს-დროსთან ერთად ქრება დარდიო… შენ,როგორც ადრე,ჩემო ანდრო,ისე მტკივხარ და, მე,როგორც მაშინ,თავს ძლივს ვუყრი სათქმელად სიტყვებს, ნუ გეგონება-დამავიწყდა ჩემთვის ვინ ხარ და არ გამოაკლდე აღარასდროს სალუმეს სიზმრებს!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი