ბაბუას


და ახლა შენი სუნი აქვს წასვლას,
შემოდგომისას დაცვენილ ფოთლებს,
შენი ფერი აქვს მოწყენილ ცას და 
მაგონებ რამდენ რამეს-ვინ მოლევს…
მე,როგორც ქარი ოქტომბრის დღეებს ,
თავის ჭკუაზე მატარებს სევდა,
ვარ ისევ სოფლად მე ჩემს ფიქრებში,
იქნებ მოხვიდე,ამ ლექსებს გწერ და…
გადის ყოფა ასე უჩემოდ,
ქარია გარეთ,
ცაშია თქეში,
გარდასულ დღეთა დავურჩი წუთებს,
მეძიეთ სადმე-ივნისის თვეში

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი